"ძალიან მიყვარხართ! მთელი საქართველო..." - ბექაურის პირველი კომენტარი ოლიმპიადაზე ტრიუმფის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 28 ივლისს, ლაშა ბექაურმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ქართველმა ძიუდოისტმა საჭიდაო დღე ერთი ამოსუნთქვით გაიარა და დამსახურებული სინჯის მედალიც დაიმსახურა.

ლაშა ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში პოლონელ პიოტრ კუჩერას ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი ბრძოლა შებოჭვით დაასრულა. მეორე დაპირისპირებაში  ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელთან, ლი კოხმანთან ვაზარით აგებდა, თუმცა ჩამორჩენა ვაზარით და ავასატე-იპონით აღმოფხვრა და 1/4-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე დავლათ ბობონოვი იყო. 21 წლის ქართველმა უზბეკ ძიუდოისტს ჰანსოკუ-მაკეთი სძლია, ნახევარფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი
მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

ფინალურ შეხვედრაში გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა და ოლიმპიური ოქროს მედალიც დაიმსახურა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩვენც გვიყვარხართ ლაშა!!! გენაცვალე ჯიგარში, ვენაცვალე მაგ მთებს და მთლიანად შენს კუთხეს ესეთი ვაჟკაცი რო გაგზარდეს!!!!!!
თუშიშვილი_ლიპარტელიანი აბა თქვენ იცით ბიჭებო
მეგრელი
18:51 28-07-2021
1
რამდენი ხანია ამდენი არ მიტირია სიხარულუთ! გაიხარე ლაშა! გაიხარე ერის ასეთი გახარებისთვის! სულ წარმატებული იყავი! დალოცვილი იყოს შენი მშობლიური მხარე! ეს რა დაუნათლია ზვიადაურსა?!!! ოლიმპიური ჩემპიონი ეზოში გავიდა და სახლში ვერ შემოდიოდა, ეტყობა ცრემლებს ვერ იკავებდა! დიდება მას, მთელ გუნდს ვინც შენ გაგზარდა, და ვინც ტრავმა მოგირჩინა!
Alexandre
20:24 28-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული