ლიპარტელიანი მედლის გარეშე დარჩა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა...

-100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლეჩხუმელმა მოჭიდავემ პირველი წრე გამოტოვა, მერე რაუნდში კი სამი გაფრთხილებით ეგვიპტელი რამადან დარვიში დაამარცხა.

1/4-ფინალში ქართველის მოწინააღმდეგე კანადელი შედი ელნასი გახლდათ, რომელსაც "ლიპომ" იპონით (ორი ვაზარი) სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გასასვლელად კი ვარლამმა იაპონელ აარონ ვოლფთან იჭიდავა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 1 წუთისა და 5 წამით ადრე იაპონელმა ძიუდოისტმა ვაზარი მოიპოვა და მიღებული უპირატესობა აღარც გაანიავა.

ვარლამი მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ ნიაზ
ილიასოვთან დამარცხდა. რუსმა სპორტსმენმა "ლიპოს" ვაზარი აუღო და დაწყებული საქმეც ბოლომდე მიიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
ოლიმპიადის საიტზეც არაა დრო მითითებული. ბრინჯაო თუ აიღო, 21-ე ადგილზე გავალთ ჩეხეთთან და ახალ ზელანდიასთან ერთად. მიდი, ვარლამ, შეუტიე! ნერვები ახლა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩახუტებები და გამხნევებები საქართველოდან.
nanka2002
29 ივლისი 2021 13:46
0
კრიტიკული მომენტი აქვს სადღაც და იმას ვერ სძლევს. მუდმივად ასეა. სამწუხაროდ დღესაც იგივე განმეორდა.
: )))))))
29 ივლისი 2021 13:33
0
არც წყალია და არც ღვინო...
....
29 ივლისი 2021 13:29
2
დიდი პატიბისცემა ვარლამს მაგრამ ოქროს ნაკლებად ველოდებოდი. ყოველთვის აკლდება რაღაც ოქროსთვის. მთავარია ახლა ბრნჯაო მაინც აიღოს ესეც ძალიანკარგია. წარმატებები!!!
Dima
29 ივლისი 2021 13:23
0
ისევ...
ლუკა
29 ივლისი 2021 13:19
0
აარონ ვულფი იაპონელიო?
მეგრელი
29 ივლისი 2021 11:12
2
მამა ყავს ამერიკელი
aleksandre
29 ივლისი 2021 14:19
0
ეგ მონღოლი მსაჯი რაღას გადაგვეკიდა.ყოველ შეჯიბრზე გვამწარებს, რაც შეუძლია.აქაც ყველაფერზე თვალს ხუჭავდა და მაგის ნება რომ ყოფილიყო,ალბათ პასიურობას დააბრალებდა და მოხსნიდა, ვარლამს.მგონი ნორმაშია ლიპო და თუ რაღაცა არ გაუჩალიჩეს,არა მგონია ვინმემ დაჯაბნოს.დღეს შენი დღეა,ვარლამ!არავის მისცე ნება,წაგართვას.
სოსო
29 ივლისი 2021 11:06
5
12:00სთ
გიორგი
29 ივლისი 2021 10:55
0
ამას ქვია კასიკური მაღალი დონის ძიუდო. ერთი სიამოვნებაა ამის ნახვა.
ლაშა
29 ივლისი 2021 10:38
0
ლიპოს ჩემპიონობა არა ნაკლებ გაუხარდება მთელ ძიუდოს სამყაროს, ვიდრე თვითონ ვარლამს. გვაღირსე რა ლიპო ოქრო.
ჟორა გაბრიჭიძე
29 ივლისი 2021 10:25
0

სიახლეები პოპულარული