ბექაური: მოგებული თანხით, პირველ რიგში, ამას გავაკეთებ...

AutoSharing Option
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა, რომ ოლიმპიადაზე მოგებული ოქროს მედლისთვის გათვალისწინებულ საპრიზო მილიონ ლარს, უპირველესად, ბებიისა და დეიდის საქართველოში დაბრუნებისთვის დახარჯავს.

"ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე, რაში დახარჯავს ის ერთ მილიონ ლარს, რომელიც მას მოგებისთვის გადაეცემა, ბექაური პასუხობს:

"პირველ რიგში, ბებიაჩემი არის საბერძნეთში და დეიდაჩემი, იქ მუშაობენ. ემიგრანტები არიან და მინდა, რომ ისინი ჩამოვიყვანო საქართველოში, არ მინდა, რომ ემიგრაციაში იყვნენ… ისე, ზოგადად, არ მიფიქრია, ეს ჩემი პირველი სურვილია."

შეგახსენებთ, 21 წლის ლაშა ბექაურმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი
მოუტანა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ღმერთო! ამრავლე ასეთი ხალხი საქართველოში!!!
0
დიდებულია, როცა კარიერას ოლიმპიური ჩემპიონობით იწყებ, ეს დიდი ვალდებულებაცაა, ანუ ნაკლებს აღარ დავჯერდებით. წარმატებები ლაშა.
ჟორა გაბრიჭიძე
21:12 29-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული