"დიდ ტკივილს დავატარებდი, ლაშამ ჩემი სოსო გამიცოცხლა" - ლაშა ბექაურის დედის ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დედა ვიკა წიკლაური სოციალურ ქსელში წერს:

"მადლობა უფალს, დიდი სიხარულისთვის, ყველა ადამიანს, სრულიად საქართველოს, შოკისმომგვრელი სიხარულისთვის, lasha bekauri-მა მეგონა გააერთიანა: ერი, ბერი, არავის ახსოვდა კონფლიქტები, პოლიტიკა, ყველა ქომაგობდა, უყურებდა და ბოლოს დიდმა სიხარულმა მოიცვა მთელი საქართველო… ჩემი ამბიცია ცხოვრებაში, ადამიანების ურთიერთგაგება, გატანა, მხარდაჭერა, სიყვარულია!!! არაფერი გვიშლის ხელს, გვიყვარდეს ერთმანეთი ქართველებს! ერთ მუშტად შეგვკრას დიდმა სიხარულმა (როგორც ვიცით ხოლმე)!

მადლობა ადამიანებო, ჯერ ისევ სიხარულით გამოწვეული შოკი მაქვს! არადა, დიდ ტკივილს, მოუშუშებელს დავატარებდი გულით, გულით, რომელი გულიც ლაშას
ბიძამ, ჩემმა ძმამ წაიღო. ლაშამ ჩემი სოსო გამიცოცხლა! ჩემი გული აამზიანა და დიდი სიხარულით შეცვალა. მადლობა დედი, ამისთვის, ყველაფრისათვის! გილოცავ დედი, მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ ქართველებო." – წერს ვიკა წიკლაური.
მკითხველის კომენტარები / 2 /
… ბედნიერი დედა!!! მიხარია ძალიან!!!
დათო
17:52 30-07-2021
0
გმადლობ, დედი, ამისთანა შვილის გაზრდისათვის!!!
მე მხოლოდ ოლიმპიურ ჩემპიონობას არ ვგულისხმობ - მისი შემდგომი საქციელია, რომ აღმაფრთოვანებს!
უკეთილშობილესი ოჯახი ხართ და ესაა ყველაზე მეტად სასიამოვნო!
ბესო შიოშვილი
22:23 02-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული