ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მე-5 ადგილი დაიკავა, ახალგაზრდა ძიუდოისტისგან ყველა ოქროს სინჯის მედალს ელოდა, თუმცა ნახევარფინალში საეიდ მოლაეისთან დამარცხდა. გრიგალაშვილმა დასაწყისშივე ვაზარი მოიპოვა, თუმცა მეტოქემ მალევე გაუთანაბრა, ცოტა ხანში კი, გარკვეული თათბირის შემდეგ, არბიტრებმა მონღოლ სპორტსმენს მეორე ვაზარი მისცეს, რაც უკვე მოლაეის გამარჯვებას ნიშნავდა.

ამ სამწუხარო მარცხის შემდეგ ტატომ გულშემატკივარს საკუთარ ფეისბუქ გვერდის მეშვეობით მიმართა:

"გასულ დღეებთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა მეც მინდა გითხრათ.

როდესაც სპორტში კონკრეტულად კი ძიუდოში ხარ, შენი დარბაზში ფეხის შედგმიდან მხოლოდ ერთი ოცნება და ერთი მიზანი გიჩნდება, რასაც ოლიმპიური ჩემპიონობა ჰქვია. მინდა თითოეულ ჩემს გულშემატკივარს ბოდიში მოგიხადოთ. მაპატიეთ, რომ იმედი გაგიცრუეთ, მაპატიეთ, რომ ვერ ვიბრძოლე სათანადოდ ჩვენი ჭირნახული სამშობლოს ღირსების დასაცავად. მინდოდა თქვენი გულები გამეხარებინა. მინდოდა, რომ ერთმანეთს სიხარულის ცრემლებით შევხვედროდით. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი გადმოგცეთ რას ნიშნავს ჩემთვის ოცნებაზე უარის თქმა. როგორ აგიხსნათ რას ნიშნავს დამარცხების შემდეგ საყვარელი ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვა, რომლებსაც შენი იმედი აქვთ. მტკივა თითოეული თქვენთაგანისთვის იმედის გაცრუება, მტკივა ის ფაქტი, რომ მთელი ჩემი შრომა, აქმდე მოსასვლელი არცისე მარტივი გზა სულ არაფერი გახდა. მადლობა თითოეულ ჩემს გულშმატკივარს, თქვენ მე მაძლიერებთ. თქვენს სიყვარულად და სითბოდ ღირს ყოველი ბრძოლა, ყოველი ვარჯიში. თქვენ ხართ ძალა, რომელიც ყოველი ჩემი ტკივილის დროს მხოლოდ წინ სვლისკენ მიბიძგებს, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ბრძოლის მოსაგებად საუკეთესო მასწავლებელი შენი წარსული შეცდომებია. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე და ყველაზე დიდი გაკვეთილი მივიღე. ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა, რაც აქამდე განმიცდია. ვისწავლე, რომ რაც არ უნდა მოხდეს მეტი ვეცადო. ბრძოლას ხომ ყოველთვის აქვს აზრი. დღეს, ჩემი ტკივილის მიმართვას, ბრძოლის და წარმატებისკენ ჩემი საყვარელი ადამიანის, ჩემი მეუღლის წყალობით ვიწყებ. ის არის ადამიანი, რომელიც მასწავლის რომ ის ვინც ბრძოლას წყვეტს ვერასოდეს იმარჯვებს, გამარჯვებულები კი არასოდეს წყვეტენ ბრძოლას".

ელდარი
ტატო ეგ არაუშავს დიდ სპორტს თან ახლავს ესეთი ჩავარდნა... უფრო უნდა გაძლიერდე და ბევრ ბედნიერ წუთებს ელოდება შენგან ქართველი ხალხი... ძალიან გვიყვარხარ და ძალიან გვეიმედები...
მადლობა ტატო
მადლობა ტატო გულწრფელი ემოციებისთვის. თუმცა ზედმეტად შეშინებული და უემოციო იყავი ტატამზე!! უნდა გამოასწორო რათა ესეთი სტატისების წერა არასოდეს აღარ დაგჭირდეს!! პირველ რიგში შენ წაგადგება!!!! მადლობაბდა ველოდებით შენს წარმატებებს!!!!!!!!
გაიოზი
ტატო, ყველაფერი წინ არის, წაგებას გამოცდილება მოყვება. გამოცდილებას ბევრი წარმატებები. გაიხარე გფარავდეს უფალი. შემდეგი ოლიმპიადები შენია.
გიორგი
ტატო, ყველაფერი წინა გაქვს სწორედ იმიტომ რომ შეცდომებს ხედავ და სწორ დასკვნებს აკეთებ, და რომ დიდი გული გაქვს და გვერდით ერთგული ადამიანი გყავს. ერთი რამ მეცა თვალში რომ კონტრილეთზე იმარჯვებდნენ შენი უშუალო კონკურენტები ოლიმპიადაზეც და მსოფლიოს ფინალშიც და როგორც ჩანს შენი ჭიდაობა ნაკლებად გათვლადი უნდა გახდეს მათთვის მომავალში. შენი წარმატებების მოლოდინში ვარ!
Master
ყველაზე სანახაობრივი და დომონანტური სტილი შენ გაქვს.უბრალოდ ხან უნდა დააგდო ტემპი.ყველა ბრძოლას იპონით ვერ მოიგებ.არც ნამეტანი თავდაჯერებულობა ვარგა.არაუშავს.ისწავლი შეცდომებზე.მთელი კარიერა წინ გაქვს.ყველა მონაცემი გაქვს რომ ძიუდოს ლეგენდა გახდე და შეძლებ ამას თუ ბექაურივით იშრომებ და მოინდომებ.წარმატებები ტატო.
llcl
ღმერთი შენსკენ ტატო! ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ, მინიმუ 3 ოლიმპიადის მოგება შეგიძლია, უფრო თავდაუზოგავი შრომა, შეცდომების გამოსწორება, მარცხიდან უფრო ძლიერი უნდა დაბრუნდე. მე და ყველას გვჯრა შენი, შენ იქნები ნომერი 1!
გიაჯანო
უფალმა დდაგლოცოს ვაჟკაც, შენ გმირი ხარ, ოქროც მალე იქნება, გულს ნუ გაიტეხ, შენ გაიმარჯვებ უფლის შეწევნით.
1
თუ მონდომებით გააგრძელებ ვარჯიშს და მიზნად გამარჯვებას დაისახავ, რომლისთვისაც ყველაფერს გააკეთებ, აუცილებლად გახდები ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი.წინ არაერთი დიდი ტურნირი გელის. წარმატებები
გაიოზი
მთავარია გული არ გაიტეხო ტატო!!!...და თან ღმერთის იმედი და რწმენა იქონიე, რადგან გამარჯვება ღვთისაგან მოდის!!!...
არტ
ყველაფერი წინ გაქვს ტატო. დიდი დარტყმა კი მიიღე მაგრამ დიდი გამოცდილებაც. შრომა გააგრძელე, უკეთ შეისწავლე და დააფასე შენი მეტოქეები, ტაქტიკაზე მეტი იმუშავე და დიდი გარჯვებებიც მოვა. წარმატებები!
გიორგი
ფაცი-ფუცს და სიჩქარეს არაფერი კარგი არავისთვის არ მოუტანია. დაღვინება გჭირდება და სულ გაიმარჯვებ. წარმატებას გისურვებ
გულშემატკივარი
კაი კაცი ხარ ტატო, შენი იმედი ყოველთვის გვაქვს! ვიცი რო გააგრძელებ შრომას და წარმატება აუცილებლად მოვა.
U23. ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზე მეორედ მოიგეს
გიორგი ჯაბნიაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა!
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
გიორგი მამარდაშვილი „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს” ინვესტორი გახდა
ვართანოვი პოლონეთში, თვაური – ბულგარეთში | ფიბა ევროპის თასის მატჩებზე
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
ქართველი მსაჯები ასაკობრივი გუნდების საერთაშორიო მატჩებზე
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
"ბორჯღალოსნები" | მზადება დაიწყო
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
"იცით რატომ მიყვარს უესტბრუქი?" - "საკრამენტოს" მწვრთნელმა რასზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა
[VIDEO] დონჩიჩის ისტორიული მიღწევა, რივზს ბრაიანტის გადასასწრებად ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" მორიგი მატჩი მოიგო
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ტორონტომ" "მემფისი" დაამარცხა - სანდროს 11 წუთი და ლიდერების მაგარი მატჩი
ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს
"ფეხბურთსა და ცხოვრებაში ახალი რაღაცის სწავლა ყოველთვის შეგიძლია" - ლიონელ მესი
"ილია თოფურიას სახეს დავუნგრევ" - პიმბლეტის მორიგი განცხადება "ელ მატადორზე"
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
ენდრიკი, რომელსაც "რეალში" არ ათამაშებენ, ფრანგულ გუნდში გადაბრგდება
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება
დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]
[VIDEO] გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში არბუზოვთან დამარცხდა
ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს