"მაპატიეთ, რომ იმედი გაგიცრუეთ..." - ტატო გრიგალაშვილის ემოციური წერილი...

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მე-5 ადგილი დაიკავა, ახალგაზრდა ძიუდოისტისგან ყველა ოქროს სინჯის მედალს ელოდა, თუმცა ნახევარფინალში საეიდ მოლაეისთან დამარცხდა. გრიგალაშვილმა დასაწყისშივე ვაზარი მოიპოვა, თუმცა მეტოქემ მალევე გაუთანაბრა, ცოტა ხანში კი, გარკვეული თათბირის შემდეგ, არბიტრებმა მონღოლ სპორტსმენს მეორე ვაზარი მისცეს, რაც უკვე მოლაეის გამარჯვებას ნიშნავდა.

ამ სამწუხარო მარცხის შემდეგ ტატომ გულშემატკივარს საკუთარ ფეისბუქ გვერდის მეშვეობით მიმართა:

"გასულ დღეებთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა მეც მინდა გითხრათ.

როდესაც სპორტში კონკრეტულად კი ძიუდოში ხარ, შენი დარბაზში ფეხის შედგმიდან მხოლოდ
ერთი ოცნება და ერთი მიზანი გიჩნდება, რასაც ოლიმპიური ჩემპიონობა ჰქვია. მინდა თითოეულ ჩემს გულშემატკივარს ბოდიში მოგიხადოთ. მაპატიეთ, რომ იმედი გაგიცრუეთ, მაპატიეთ, რომ ვერ ვიბრძოლე სათანადოდ ჩვენი ჭირნახული სამშობლოს ღირსების დასაცავად. მინდოდა თქვენი გულები გამეხარებინა. მინდოდა, რომ ერთმანეთს სიხარულის ცრემლებით შევხვედროდით. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი გადმოგცეთ რას ნიშნავს ჩემთვის ოცნებაზე უარის თქმა. როგორ აგიხსნათ რას ნიშნავს დამარცხების შემდეგ საყვარელი ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვა, რომლებსაც შენი იმედი აქვთ. მტკივა თითოეული თქვენთაგანისთვის იმედის გაცრუება, მტკივა ის ფაქტი, რომ მთელი ჩემი შრომა, აქმდე მოსასვლელი არცისე მარტივი გზა სულ არაფერი გახდა. მადლობა თითოეულ ჩემს გულშმატკივარს, თქვენ მე მაძლიერებთ. თქვენს სიყვარულად და სითბოდ ღირს ყოველი ბრძოლა, ყოველი ვარჯიში. თქვენ ხართ ძალა, რომელიც ყოველი ჩემი ტკივილის დროს მხოლოდ წინ სვლისკენ მიბიძგებს, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ბრძოლის მოსაგებად საუკეთესო მასწავლებელი შენი წარსული შეცდომებია. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე და ყველაზე დიდი გაკვეთილი მივიღე. ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა, რაც აქამდე განმიცდია. ვისწავლე, რომ რაც არ უნდა მოხდეს მეტი ვეცადო. ბრძოლას ხომ ყოველთვის აქვს აზრი. დღეს, ჩემი ტკივილის მიმართვას, ბრძოლის და წარმატებისკენ ჩემი საყვარელი ადამიანის, ჩემი მეუღლის წყალობით ვიწყებ. ის არის ადამიანი, რომელიც მასწავლის რომ ის ვინც ბრძოლას წყვეტს ვერასოდეს იმარჯვებს, გამარჯვებულები კი არასოდეს წყვეტენ ბრძოლას".


მკითხველის კომენტარები / 12 /
ტატო, ყველაფერი წინ არის, წაგებას გამოცდილება მოყვება. გამოცდილებას ბევრი წარმატებები. გაიხარე გფარავდეს უფალი. შემდეგი ოლიმპიადები შენია.
გაიოზი
16:27 31-07-2021
1
კაი კაცი ხარ ტატო, შენი იმედი ყოველთვის გვაქვს! ვიცი რო გააგრძელებ შრომას და წარმატება აუცილებლად მოვა.
გულშემატკივარი
11:02 31-07-2021
0

სიახლეები პოპულარული