"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად" - ჩერგოლეიშვილი ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება

AutoSharing Option
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ზურაბ ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება.

როგორც იცით, ყოფილ ძიუდოისტს თავდებში ცნობილი სპორტსმენები უდგებიან... ჩერგოლეიშვილმა სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მან ხაზი იმას გაუსვა, რომ ასევე მოჭიდავე ზურა დათუნაშვილს გვერდით არავინ დაუდგა, როდესაც მასზე იძალადეს. ძალადობაში დადანაშაულებული გეგა გეგეშიძე დღესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია, დათუნაშვილი კი სერბეთში წავიდა და ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობს. ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად. ამიტომაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სპორტსმენი პოტენციური მონა", - წერს ჩერგოლეიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 60 /
კი არ მევასება ეს ქალი მაინცდამაინც, მარა მართალი თქვა და ჰა...
GATUZO
20 აგვისტო 2021 13:01
23
ამ ქალს ვერ ვიტან, მარა სადღაც მართალია.
hhh
20 აგვისტო 2021 12:39
20
ეს ის შემთხვევაა Გაფუჭებული საათი რომ დღეში ორჯერ სწორად უჩვენებს დროს
ირაკლი ქუთაისელი
20 აგვისტო 2021 13:51
7
ბრავო! კაი ნათქვამი იყო!
სიმართლე
20 აგვისტო 2021 14:28
3
დათუნაშვილზე ვერაფერს ვიტყვით-მართალია ჩერგოლეიშვილი. ისე მეც არ მომწონს, მაგრამ დათუნაშვილს ძალიან, ძალიან ცუდად მოექცნენ, საჯაროდ სცემეს და ქვეყნიდან და ნაკრებიდან გააგდეს, შემდეგ კი ყველამ ვიცით, რომ სერბეთს მედალი მოუტანა-გვაყავს ჩვენ ასეთი ბიჭები დასაკარგი?-არ გვაყავს!!!
ბათუმი
20 აგვისტო 2021 14:15
15
მიზეზი იცით?
!!!
20 აგვისტო 2021 17:12
5
ამის წინ ერთი ჩემი ნაცნობი მეუბნებოდა - ნახევარ საუკუნეზე მეტია ებრაელს ებრაელი არ მოუკლავსო. რამდენად სწორია ეს ამბავი, არ ვიცი, ვიცი ის რომ ჩვენ მტრები და მოწინააღმდეგები არ გვჭირდება, მალე ერთმანეთს თავად გავწყვიტავთ.
თენგაბი
21 აგვისტო 2021 05:34
1
გეგეშიძეებმა ჩაძირეს ჭიდაობა საქართველოში.ფულის გარდა ვერაფერს და არაფერს ხედავენ.რა უნდათ მოძალადეებს ფედერაციის სათავეში.
888
20 აგვისტო 2021 20:36
14
ეს ქალი კატეგორიულად მიუღებელია თავისი ფსევდოლიბერალური აზრებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ძნელია არ დაეთანხმო.
!!!
20 აგვისტო 2021 14:34
8
რატო უნდა დადგეს მთელუ ერი ფეხზე არ მესმიის ან რა დამოკიდებულებაა?კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოოს ჩემთვისაც და ოლიმპიური ჩემპიონისთვისაც. Თუ დააშავა პასუხიც უნდა აგოოს
buxrika
20 აგვისტო 2021 19:31
5
მილიონი მაყურებელი, რომ გაახარა მაგიტომაც მიიღო 1000000 ლარი, რომელიც მაშინ გაცილებით დიდი თანხა იყო ვიდრე დღეს, მერე პარლამენტშიც იყო და ეს არაა დაფასება? კანონის წინაშე კი ყველა თანაბარი უნდა იყოს.
ზურას
20 აგვისტო 2021 20:48
2
მიიღო მაგან შესაბამისი საფასური თანხა, თუ გაიტანა საქართბელოს სახელი, მაგრამ ოლიმპიური ოქრო არავის რთავს ნებას გარჩევებში მიიღოს მონაწილეობა და ხალხი ხოცოს, თუ დადგინდება რო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო ისედაც გამოუშვებენ თუ არადა კეთილ ინებოს და მოიხადოს სასჯელი, თუ ეზეთი ავტორიტეტია, რაღას დადის იარაღით და დაბლატაობს. ნუ წაიღეს რა ტვინი ამ ვითომ ურა პატრიოტებმა, დასაჭერი უნდა დაიჭირო ვინც არ უნდა იყოს.
ზურას
21 აგვისტო 2021 11:20
2
ყველა გამოხმაურება
ეყარნენ რა სიტყვაა - ქალბატონო? საიდან ასეთი ზიზღი და გაუტანლობა?
ვის აყენებთ შეურაცყოფას და რატომ? თქვენ პირადად რა გაქვთ საქართველოსთვის გაკეთებული? თქვენ არავის დაუფინანსებიხართ?
არჩი
20 აგვისტო 2021 12:40
65
მართსლია და თუ გინდა......
აბო
20 აგვისტო 2021 13:33
10

სიახლეები პოპულარული