"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი

AutoSharing Option
მედიაცენტრ "მთავარში" ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა წინანდალში მომხდარი უდიდესი ტრაგედიის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, ზურაბ ზვიადაურს სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება... ჭრიკიშვილი ამბობს, რომ მთლიანად სპორტული სამყარო ზურაბ ზვიადაურის გვერდით დგას.

"ზურა ისეთი ადამიანია, რომ ვერც წარმომედგინა, ვინმეს რამეს ავნებდა. 41 წლის არის და აქამდე ასეთი რამ არასდროს შემთხვევია. ან ქუჩაში იდგეს, ან რაღაცაზე პრეტენზია ჰქონდეს, ან რამეში დანაშაული მიუძღოდეს, ასეთი რამ არც მსმენია და მინახავს. 20 წელია ძალიან ახლოს ვიცნობ. ვიცი, რომ იქით მხრიდანაც დაღუპულია და მინდა მივუსამძიმრო (გარდაცვლილი
ნიკა კენჭოშვილის ოჯახს).

ამ ფაქტს თვითონაც ძალიან განიცდის. ისეთ დღეშია, რომ ფაქტობრივად, ძლივს დადის. მინდა, ადამიანურად მივუდგეთ, რომ ასეთი რაღაცები ხდება და რომ ყველა კაცს შეიძლება შეემთხვეს. შენს საყვარელ ადამიანს, ყველაზე ძალიან ვინც გიყვარს, შენს სისხლს და ხორცს ასე რომ ნახავ... იმის თქმა მინდა, რომ ვერ გაიქცეოდა და ვერ დაიმალებოდა. პირადად მე ვაცხადებ, რომ ვეღარ ვიმეგობრებდი, გაქცეულიყო და ბუჩქებში დამალულიყო, ძმას ასეთი რაღაც შეემთხვა და პოლიციაში დაერეკა ან რაღაც. არ ვიცი, ჩემთვის წარმოუდგენელია. სოციალურ ქსელში ვადევნებ ხოლმე თვალს და ძალიან ბევრი ადამიანი, ალბათ 90% ეთანხმება იმას, რომ ასე მოიქცეოდა. მე გამართლებას არ ვცდილობ, მაგრამ მაშინ მე კი არა, ის 90%-იც დასაჭერია“, - აცხადებს ავთანდილ ჭრიკიშვილი და აღნიშნავს, რომ მაშინ ზურაბ ზვიადაური აფექტის მდგომარეობაში იყო.

მკითხველის კომენტარები / 14 /
დაპირისპირებამდე არ უნდა მისულიყო სიტუაცია.როცა სიტყვა გეთქმის და საზოგადოება პატივს გცემს ისე უნდა მოიქცე რომ ეს დაპირისპირება აარიდო მხარეებს თორემ მერე რაც მოყვება ხოლმე შეხვედრებს და მით უმეტეს ტყეში ყველამ კარგად ვიცით
ქართველი
21 აგვისტო 2021 17:03
0
ზვიადაურმა ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა მოკლული ძმის ძმას. ორივე მხარე ღირსეულად იჭერს თავს ამხელა ტრაგედიის შემდეგ და ღმერთმა გაძლება მისცეს ორივე ოჯახს. ჭრიკიშვილმა კიდევ სჯობს, ჭიდაობას მიხედოს.
Lasha
21 აგვისტო 2021 11:27
4
არც ნაცი ვარ,არც ქოცი.არც ზვიადურებს ვიცნობ,მაგრამ მოდი გულზე ხელი დაიდეᲗ.Თვალწინ Ძმა რო მოგიკლან რას იზამᲗ.ამ კაცმა საქნელი ქნა და Ძმის მკვლელი საავადმყოფოᲨი მიიყვანა
ქარᲗველი
21 აგვისტო 2021 00:35
3
არანორმალურები ხართ. მესმის ადამიანური ფაქტორი, მაგრამ. აბა ამოაბრუნეთ მედალიონი და მეორე მხარიდან შეხედეთ. თქვენი შვილი რომ მოეკლათ თქვენ როგორ მოიქცეოდით. მიუხედავათ ზურაბის მიმართჩემი გრმა პატივისცემის, მიუხწდავათ რომ ძალიან მეცოდება ის ამ წუთას კაცის მკვლელია, კაცი მოკლა ახალგაზრდა ბიჭი, როგორც საინფორმაციოებიდან მოვისმინე თანაც იმ ბიჭს აბაროტი აქვს აგებული პირველი მას არ უსვრია. ძალიან ვწუხვარ თითოეული მათგანის გამო მაგრამ დამნაშავე უნდა დაისაჯოს
Ttt
20 აგვისტო 2021 22:52
1
რას ნიშნავს 41 წლის არი და ჯერ არ შემთხვევია? 2-3 უნდა მოეკლა აქამდე და მაშინ იქნებოდა დასაჭერი? ისე მახსოვს ოლიმპიადამდეც იყო დაჭრილი საქმის გარჩევებისთვის.
არავინ არ ამტყუნებს ძმა რომ მოუკლეს და თვითონ მკვლელი მოკლა და არ დაიმალა მაგისთვის აქ სხვა არი პრობლემა და ჯობია სპორტს მიხედო და უაზრო პარალელების გავლებას შეეშვა.
მე
20 აგვისტო 2021 22:24
2
ყველას ჯვარი წერია და ძმას რომ მოგიკლავრნ პოლიციაში დარეკეთ...
ჰაიაბუსა
20 აგვისტო 2021 21:18
2
კი ბატონო ძმის მკვლელი მოკლა, მაგრამ ეგ რას ნიშნავს არ უნდა დაისაჯოს?! ადამიანურად მესმის, მაგრამ არა მგონია რომ ზურას ეხლა ციხეში ყოფნა უნდა ადარდებდეს. იჯდეს და კაცურად მიიღოს ის განაჩენი რასაც გამოუტანენ.
აქამდე როგორ მიიყვანეს საქმე რომ მივიღეთ სამი გაუბედურებული ოჯახი და მკვლელად ქცეული ჩვენი საამაყო კაცი. ძალიან ძალიან ვწუხვარ!!!
ზურა
20 აგვისტო 2021 21:07
1
შენ ხარ ბნელი რომელიც წერ რომ ოლიმპოს ჩემპიოს ყოველი უფლება აქვს და რო. შენი დედის შვილზე მეტი უფლებები გააჩნია. შენზე მეტად შეიძლება გვიყვარდეს მარა უფლებრივად და ადამიანურად ის შენზე მეტი არ არის! ხოდა სანამ ესე არ იფიქრებ მანამდე გერქმევა ბნელი და კადიროვის ქვეყანა და კიდე გმირები მიწაში წვანან, და საავადყოფოში პაციენტებს თავისი სიცოხლის ხარჯზე არჩენენ. გმირი ეს ხალხია და არა 5 გვერდიანი კრიმინალური რეპორტის მქონდე ოლიმპიური მენდალოსანი რომელსაც თურმე ყველაფრია უფლებააქ ვს ,,დაჟე" მის მთელ სანათესავოს! შე ბნელო! ჩაო. გამოქვეყნე ადმინო!
გიო
20 აგვისტო 2021 20:55
6
ავთანდილ კაი ბიჭი ხარ და ნუ აყვები შენც სხვებს, არანაირი თავდებობა არაა გამართლება, ყველა ვინც არის კაცის მკვლელი, უბდა დაისაჯოს სამართლის ფარგლებში. იმის ოჯახმა რა ქნას, შვილი ვინც დაკარგა? ამან გარეთ ისეირნოს, არ იქნბა სამართლიანი. ასე რომ ნუ გამოხვალთ აქ ყველას მამიდა და მიხედეთ თქვენ საქმეს და თავდებში დადგომა მკვლელის მიმართ, არაა გამართლება.
gury
20 აგვისტო 2021 20:44
7
მესმის შენი მეგობარო რასაც იძახი და ზოგადად გეთანხმები! მაგრამ არის გარემოება როცა შენ ხარ ისეთ სიტუაციაში სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გაქვს. არავის ვუსურვებ მასეთ სიტუაციაში ყოფნას მაგრამ შენ რო მის ადგილას ყოფილიყავი რას იზამდი? დედმამიშვილი გყაავს?? უბრალოდ წარმოიდგინე. მე რო წარმოვიდგენ მაკანკალებს ტანში, იმ მომენტში მარტო მსროლელს კი არა შეილება ყველა მის გვერდში მყოფიც არ დაინდოს კაცმა. ძნელია მეგობარო, მაშინ არ იცი რას ნიშნავს შენი ახლობლის ფასი და სიყვარული მითუმეტეს დედმამიშვილის. ჩემი აზრით ყველა ნორმალურად მოაზროვნე კაცი! მასე მოიქცეოდა.
აბრეზა
21 აგვისტო 2021 10:41
2
ზვიადაური კი არა, ვინც არ უნდა იყოს, თუ ის კაცის მკვლელია, უნდა დაისაჯოს სამართლიანად. გამომივიდნენ აქ დამცველები
მუმუ
20 აგვისტო 2021 18:43
1

სიახლეები პოპულარული