"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი

AutoSharing Option
მედიაცენტრ "მთავარში" ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა წინანდალში მომხდარი უდიდესი ტრაგედიის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, ზურაბ ზვიადაურს სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება... ჭრიკიშვილი ამბობს, რომ მთლიანად სპორტული სამყარო ზურაბ ზვიადაურის გვერდით დგას.

"ზურა ისეთი ადამიანია, რომ ვერც წარმომედგინა, ვინმეს რამეს ავნებდა. 41 წლის არის და აქამდე ასეთი რამ არასდროს შემთხვევია. ან ქუჩაში იდგეს, ან რაღაცაზე პრეტენზია ჰქონდეს, ან რამეში დანაშაული მიუძღოდეს, ასეთი რამ არც მსმენია და მინახავს. 20 წელია ძალიან ახლოს ვიცნობ. ვიცი, რომ იქით მხრიდანაც დაღუპულია და მინდა მივუსამძიმრო (გარდაცვლილი
ნიკა კენჭოშვილის ოჯახს).

ამ ფაქტს თვითონაც ძალიან განიცდის. ისეთ დღეშია, რომ ფაქტობრივად, ძლივს დადის. მინდა, ადამიანურად მივუდგეთ, რომ ასეთი რაღაცები ხდება და რომ ყველა კაცს შეიძლება შეემთხვეს. შენს საყვარელ ადამიანს, ყველაზე ძალიან ვინც გიყვარს, შენს სისხლს და ხორცს ასე რომ ნახავ... იმის თქმა მინდა, რომ ვერ გაიქცეოდა და ვერ დაიმალებოდა. პირადად მე ვაცხადებ, რომ ვეღარ ვიმეგობრებდი, გაქცეულიყო და ბუჩქებში დამალულიყო, ძმას ასეთი რაღაც შეემთხვა და პოლიციაში დაერეკა ან რაღაც. არ ვიცი, ჩემთვის წარმოუდგენელია. სოციალურ ქსელში ვადევნებ ხოლმე თვალს და ძალიან ბევრი ადამიანი, ალბათ 90% ეთანხმება იმას, რომ ასე მოიქცეოდა. მე გამართლებას არ ვცდილობ, მაგრამ მაშინ მე კი არა, ის 90%-იც დასაჭერია“, - აცხადებს ავთანდილ ჭრიკიშვილი და აღნიშნავს, რომ მაშინ ზურაბ ზვიადაური აფექტის მდგომარეობაში იყო.

მკითხველის კომენტარები / 14 /
სალამი,

ყველაფერი ხდება და არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ნევრი მიგაქვთ ქვეყნის მოჭიდავე მოძიუდოისტებო, გვახარებთ გამარჯვებებით მაგრამ ყოფა ცხოვრებით კი გვართობთ - რათქმაუნდა ნეგატიურად. ზვიადაურის ჩემპიონობაზე ტკბილი არავინს ყოფილა, მაგრამ აკი ნახეთ საინფორმაციო ისტორია, ზვიადაურო პარლამენტარია, ზვიადარუი დაჭრეს, ზვიადარს სახლი დაუცხრილეს, ზვიადარუს მანქანაში სილა ჩაუყარეს, ზვიადარს არცერთი საპარლამენტო ინიციატივა არ ქონია, ზვიადაური პარლმანეტში დაფრინავს.

ნუ კარგი რა, ეს ერთი მედალი რასაც ქვია ჩააოხრა, ეხლაც დარწმუნებული ვარ სხვა ნორმალური არ მიიყვანდა სასიკვდილედ საქმეს და არც ერთი კაცი არ მოკვდებოდა, მარა არა ძალა არის გონება კი არა, მაპატიეთ და ჩემთვის 0 ია ესეთი კაცი და ვერც გავამართლებ ცხოვრებისეულად,

ჭრიკიშვილს რაღა უნდა, ჩემი ძმააო იყოს ბატონო, შენი ძმა როა სამართალი თუგინდ წილის მისი არ ეკუთვნის? შენ ვინ ხარ რომ რქებს ადგამა სამართღლას, და შენაირი ქუცნაშვილი კიდე, სახლში ვანდოთ ბრალდებული? ქუცნა არ იყო გავრილოვი რომ დაგვისვა , ვაი შე სულელო კაცო მართლა.

მილიონების ხდას ჯობია სპორცმენების გონებრი გაზრდაზე ვიზრუნოთ, აგერ ვიღაც პარა მოჩხუბარმა მოხუცი კაცი გალახა იაპონიაში, რა უნდა თქვა - სატირალია. ფუი მართლა! გამოაქყვეყნე ადმინ! ნუ ბლოკავ! ესეც აზრია და ნუ იზღუდები!
ბარაკა
15:38 20-08-2021
7
ავთანდილ კაი ბიჭი ხარ და ნუ აყვები შენც სხვებს, არანაირი თავდებობა არაა გამართლება, ყველა ვინც არის კაცის მკვლელი, უბდა დაისაჯოს სამართლის ფარგლებში. იმის ოჯახმა რა ქნას, შვილი ვინც დაკარგა? ამან გარეთ ისეირნოს, არ იქნბა სამართლიანი. ასე რომ ნუ გამოხვალთ აქ ყველას მამიდა და მიხედეთ თქვენ საქმეს და თავდებში დადგომა მკვლელის მიმართ, არაა გამართლება.
gury
20:44 20-08-2021
7

სიახლეები პოპულარული