დასანანი მარცხი პარაოლიმპიადაზე - საქართველოს 3 ვერცხლი აქვს

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიადაზე, 29 აგვისტოს, 2 პარაძიუდოისტი ფინალში გავიდა. ინა ქალდანი (-70) და რევაზ ჩიკოიძე (+100) დამარცხდნენ.

37 წლის რევაზ ჩიკოიძემ მეოთხედფინალში იაპონელ კაზუსა ოგავას, ნახევარფინალში კი - უზბეკ შირინ შარიპოვს აჯობა.

ქართველი ძიუდოისტი ფინალში ირანელ მოჰამედ ჰეიროლაზადეს დაუპირისპირდა და შეხვედრა დასანანდ დათმო. არბიტრმა, თავდაპირველად, ირანელი მეტოქე გააფრთხილა - ჩიკოიძის აქტიურობა აშკარა იყო, მოწინააღმდეგეს ჩავლების აღებას ყოველთვის ასწრებდა. 

რევაზმა, როგორც ჩანს, ფეხი დაიზიანა და მეტოქემ აბსოლუტურად უბრძოლველად, სუფთა გამარჯვება მოიპოვა.

Sportall.Ge

ინა ქალდანმა ჯერ მექსიკელ ალვარეს რუვაკალბას, ნახევარფინალში კი მასპინძელი კაზუსა ოგავას
სძლია. ქართველი სპორტსმენი ბრაზილიელ ალანა მალდონადოს დამარცხდა.

პარაოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე, ჯერჯერობით, სამი ვერცხლის მედალია. მანამდე, მისი მფლობელი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა გახდა. 13 მონაწილიდან ოლიმპიადაზე დარჩენილი 4 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

altპირველი მედალი პარაოლიმპიადაზე - თიბილაშვილმა ვერცხლი მოიპოვა!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული