3 ქართველი წონითი კატეგორიის სათავეში - IJF-მ რეიტინგი განაახლა

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) სპორტსმენთა რეიტინგები განაახლა. ქართველი ძიუდოისტები რამდენიმე წონით კატეგორიაში ლიდერობენ.

2020 წლის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ლაშა შავდათუაშვილი (-73),  გამარჯვებული ლაშა ბექაური (-90) და ტატო გრიგალაშვილი (-81), რომელიც ოლიმპიადას ფავორიტის სტატუსით შეხვდა, თუმცა უმედლოდ დარჩა, რეიტინგის სათავეში არიან.

ბექაურის შემდეგ რეიტინგში მეორე ადგილს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იკავებს, ბექა ღვინიაშვილი კი -90 წონითი კატეგორიის ათეულს ასრულებს.

რუსეთის წარმომადგენელი იაგო აბულაძე -60 კგ-ის ლიდერია. მეათე ადგილს ამავე ქვეყნის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე იკავებს, თორნიკე ჭკადუა (ნიდერლანდები) კი მე-14 პოზიციაზეა.

რა შეეხება ამ წონის ქართველებს - თემურ ნოზაძე მე-17, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანი 21-ეა.

ვარლამ ლიპარტელიანი (-100), რომელმაც სპორტიდან წასვლის შესახებ განაცხადა, რეიტინგში მეორეა. ვაჟა მარგველაშვილი (-66) მესამე ადგილს იკავებს.

+100-ს ტამერლან ბაშაევი (რუსეთი) ლიდერობს, გელა ზაალიშვილი - მე-6, ხოლო გურამ თუშიშვილი მე-8 ადგილზეა. ტედი რინერი (საფრანგეთი) მე-9 პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, რეიტინგს სხვადასხვა ტურნირზე მონაწილეობა განსაზღვრავს. შესაბამისად, ძიუდოისტი, რომელიც ნაკლებ შეჯიბრებაში მონაწილეობს, ეს მის სარეიტინგო ქულებზეც შესაბამისად აისახება.

altლაშა ბექაური: არ გავჩერდები - ვამაყობ, რომ ვარ ქართველი!!!

alt"ტატამის დანახვაც აღარ მინდა" - შერაზადიშვილის ემოციები და ბექაურის რევანში


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული