ქართველი ძიუდოისტების 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლუქსემბურგში ჩატარებულ ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველომ ხუთი მედალი მოიპოვა.

ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა, საბა ინანეიშვილი (+100 კგ) და გიორგი სარდალიშვილი (60 კგ) ვერცხლს, ილია სულამანიძე (100 კგ) და თორნიკე ფოლადაშვილი (90 კგ) კი ბრინჯაოს.

ხარაზიშვილმა სლოვაკ ბენჟამინ მატასეიეს, ფოლადაშვილს, უნგრელ პიტერ საფრანს და ნიდერლანდელ ტიგო რენეს სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ფოლადაშვილმა რეპეშაშჟი თურქი აჰმეტ ჩუჰარდარი, შემდეგ რუსეთის წარმომადგენელი იხვან ედილსულტანოვი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

სულამანიძემ იტალიელ დანიელე აკოლის და პოლონელ მიხალ იედრეძევსკის აჯობა,
ნახევარფინალი რუს მატვეი კანინოვსკისთან წააგო, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა სლოვაკ ვიქტორ ადამს მოუგო.

ინანეიშვილმა გერმანიის სახელით მოჭიდავე დანიელ უძილაური, პოლონელი ვოიცეხ კორდიალიკი და უკრაინელი ოლექსეი გალაკა დაამარცხა, ხოლო ფინალში უნგრელ რიჩარდ სიპოშთან დამარცხდა.

სარდალიშვილმა ბერძენ გეორგიოს კესიდისს, იტალიელ ჯუზეპე დე ტულიოს, ბელგიის წარმომადგენელ დენი ალტემიროვს და ებრაელ მატან კოკოლიაიევს სძლია, ფინალში კი ფრანგ რომან ვალადირ პიკასთან დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული