ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალთან ახლოს ვართ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს, ქართველ მოჭიდავეებს ოქროს მოპოვების შანსი აქვთ - გიორგი სარდალიშვილი (-60) ფინალში აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვს დაუპირისპირდება.

ქართველმა ძიუდოისტმა მანამდე ჩილეს, იტალიის, ყაზახეთისა და ისრაელის წარმომადგენლები (ოთხივე იპონით) დაამარცხა.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.

დღესვე მარიამ ლაფაჩიშვილი (-52) პირველივე წრეში დამარცხდა, ხოლო შაქრო შათირიშვილმა (60) მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც დაპირისპირება უზბეკ კამოლიდინ ბახტიოროვთან, რეპეშაჟში კი ფრანგ ვალადიერ პიკარდთან დათმო და უმედლოდ დარჩა.

alt"ვეცდები, 4 ოლიმპიური ოქრო მოვიგო" - ბექაურს ვარსკვლავი გაუხსნეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული