სარდალიშვილმა ხუთივე მეტოქე იპონით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გიორგი სარდალიშვილმა (60 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

სარდალიშვილმა ფინალში აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი ორი ვაზარით დაამარცხა.

გიორგი პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი ჩილელ ლუკას ფერნანდესს, იტალიელ სიმონე ავერსას, ყაზახ შერზოდ დავლატოვს და ებრაელ იამ ვოლჩაკს სძლია - ყველას იპონით.

სამწუხაროდ, მედლების გარეშე დარჩნენ შაქრო შათირიშვილი (60 კგ) და მარიამ ლიფაჩიშვილი (52 კგ).

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვულოცავ გიორგის. მრავალჯერ გავეხარებინეთ კიდევ.
შენიშვნა ავტორს - ისრაელის წარმომადგენელთან არ ყოფილა გდება და იპონი, მოხსნეს უბრალოდ მოწინააღმდეგე. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ სასურველია იცოდეთ რაზეც წერთ.
0
გილოცავ გიორგი!
გიზოგ
11:12 07-10-2021
0

სიახლეები პოპულარული