პარიზის გრანდ სლემზე მაისურაძე და სანებლიძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლენ

AutoSharing Option
ძიუდოში პარიზის გრანდ-სლემზე კიდევ ორმა ქართველმა მოიპოვა მედლები.

ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგი ალექსის მატიე იპონით დაამარცხა.

იქამდე მაისურაძემ რუსეთის წარმომადგენელი დავიდ ოგანისიანი დაამარცხა, იაპონელ ლენტა ნაგასავასთან ბრძოლა დათმო, რეპეშაჟში კი ვაჰიდ ბორჩაშვილს (ავსტრია) აჯობა.

ონისე სანებლიძემ (100 კგ) ბრინჯაოსთვის ხორვატი ზლატკო კუმრიჩი დაამარცხა.

ბრინჯაოსთვის ჭიდაობამდე სანებლიძემ ჰამზატ საფარბაევი (საფრანგეთი) დაამარცხა, ეშლი გონსალესთან (რუმინეთ) ბრძოლა წააგო, ხოლო რეპეშაჟში კლემენ დელვერტს (საფრანგეთი) ორი ვაზარით სძლია.

ტურნირზე ტატი გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაისურაძეს რაღაც აკლია ჩემპიონობისათვის - თავად უნდა მოძებნოს ,გაარკვიოს, საკუთარ თავზე იმუშაოს- გამოასწოროს და ლიდერი გვეყოლება.
ვფიქრობ - მეტი ფიზიკური მომზადება და მეტი ც ე ც ხ ლ ი- სწრაფვა- აღტკინება - ჩემპიონობა- ლიდერობისათვის...
სანებლიძე - ცოტა ნელია , გვიანი და თუ არ გამოასწორა - ნებისმიერი ტურნირის ჩემპიონობა გაუჭირდება.
წარმატებები.
გლახუნა
21:53 17-10-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული