პაპინაშვილი ბაქოს გრანდ-სლემის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბაქოს გრანდ-სლემის პირველ დღეს საქმეში 3 ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო. მოვლენები მოულოდნელი სცენარით დაიწყო და ვაჟა მარგველაშვილი (-66) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, თუმცა ჯაბა პაპინაშვილმა (-60) 4 მეტოქეს აჯობა და გამარჯვებული გახდა.

ჯაბა პაპინაშვილმა ჯერ უკრაინელ სამუტოგს იპონით სძლია, ნახევარფინალში გამსვლელ შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ აღაიევს აჯობა. ჯაბამ მონღოლი ეხტაივანი ვაზარით ფინალის მიღმა დატოვა, თავად კი გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ალბერტ ოგუზოვს ლამაზ სტილში სძლია.

სტარტი ბაგრატ ნინიაშვილსაც (-66) წარმატებული გამოუვიდა, საბოლოოდ კი რეპეშაჟში გადაერთო, თუმცა ვერც იქ მიაღწია წარმატებას.

ბაგრატ ნინიაშვილის პირველი მეტოქე
ასევე მასპინძელი, იბრაჰიმოვი იყო, რომელიც ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი მოლდოველ დენის ვიერუს ვერ აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებდა, თუმცა რუს იაკუბ შამილოვთან წააგო და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა.

უკანასკნელი ოლიმპიადის ვერცხლისპრიზიორი მარგველაშვილი იაპონელ უიჯი აიდასთან დამატებით დროში, მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.

შეგახსენებთ, ბაქოს გრანდ-სლემზე 10 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

altოლიმპიური ჩემპიონის გარეშე - კიდევ ერთი დანაკლისი ძიუდოში

altბექაური ტატამს უბრუნდება - ორი ოლიმპიური ჩემპიონით ბაქოში!

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ჩვენს ძიუდოისტებს...
tngh
14:08 05-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული