U23. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 23-წლამდელთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 4:2 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებმა შერეული გუნდური შეჯიბრება (გოგონების და ბიჭების) ისტორიაში პირველად მოიგო.

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა 1/4 ფინალში საფრანგეთს 4:2, ხოლო 1/2 ფინალში უნგრეთს 4:3 სძლია.

ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურად ტურნირზე 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოველ წრეში გოგონებმა თითო გამარჯვება შემოგვაშველეს და სწორედ მათ ხარჯზე გავხდით ჩემპიონები.ბიჭები რომ გაიმარჯვებდნენ კი ვიცოდით და ეჭვი არ გვეპარებოდა,მაგრამ მათი გამარჯვება არ გვკმაროდა და გოგოებმაც,თავისი წვლილი შეიტანეს.ეს უკვე ნამდვილი გუნდია და ვულოცავ ყველას.დარწმუნებული ვარ,გოგოები კიდევ უფრო მოუმატებენ და დიდების ტურნირებზეც შემოგვეშველებიან.
სოსო
17:15 11-11-2021
0
eteri zalian cud formashi iyo magram araushavs zato somkhishilvma gamaoca zalian momatebuli ak.

okros gilocavt
gio emigranti
22:59 07-11-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული