საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 23-წლამდელთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 4:2 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებმა შერეული გუნდური შეჯიბრება (გოგონების და ბიჭების) ისტორიაში პირველად მოიგო.
ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა 1/4 ფინალში საფრანგეთს 4:2, ხოლო 1/2 ფინალში უნგრეთს 4:3 სძლია.
ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურად ტურნირზე 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
okros gilocavt