მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ფიქრობს, რომ ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა. წარმატებული სპორტსმენი განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ აიცრან.
"ჩემი აზრით, ყველა უნდა აიცრას, მით უმეტეს - ასაკოვანი ადამიანები. ვინც აცრილია ჩემ გარშემო, ყველამ მარტივად გადაიტანა ვირუსი, აუცრელებს კი - გაურთულდათ. ყველას მოვუწოდებ და ვთხოვ, რომ
დაკეტვა ხელს უშლის სპორტის განვითარებას, სპორტსმენები ძალიან ვზარალდებით! აუცილებლად უნდა ავიცრათ, რომ ყველა ერთად მოვერიოთ ვირუსს. ევროპის ბევრ ქვეყანაში უკვე პირბადის გამოყენების მოთხოვნაც აღარ არის... ჩვენც უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ასე აღარ შეიძლება გაგრძელება. ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც ყველა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია, ზარალდება პანდემიით. ელემენტარულად, ბავშვებს
ფეხბურთის თამაშიც შეეზღუდათ ეზოებში, რაც, ბუნებრივია, ძალიან დიდი პრობლემაა. გამოსავალი არის ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას - ახალგაზრდებს, სპორტსმენებს, რომ ავიცრათ. გავუფრთხილდეთ, პირველ რიგში, ერთმანეთს და ჩვენს სამშობლოს, რომ დავძლიოთ ეს პანდემია", - ამბობს გურამ თუშიშვილი.