ქართველი ძიუდოისტების 2 ნომინაციაში აღიარება

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ( IJF) გამოკითხვის შედეგად, 2021 წლის საუკეთესოები გამოავლინა. ორ ნომინაციაში ქართველმა ძიუდოისტებმა - ლაშა შავდათუაშვილმა (-73) და ილია სულამანიძემ (-100) გაიმარჯვეს.

წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტი მსოფლიოს, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა, რომელმაც 2021 წელს პლანეტის პირველობაზე გაიმარჯვა და ოლიმპიური ვერცხლი მოიპოვა, რომელმაც ჰიფუმი აბეს (იაპონია), ლუკაშ კპრპალეკს (ჩეხეთი), ჟორჟე ფონესკა (პორტუგალია) და მატიას კასეს (ბელგია) აჯობა.

Sportall.Ge

რაც შეეხება მსოფლიოს ჩენპიონატის ბრინჯაოსმედალოსან სულამანიძეს - ის "ამომავალ ვარსკვლავად" დაასახელეს. ილიას კონკურენტები იაპონელი, რუსი, ესპანელი და უზბეკი კონკურენტები
იყვნენ.

alt"ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძვიან" - რუსი ძიუდოისტებისთვის ქართველები სამაგალითონი არიან

altსაქართველოს ნაკრებმა ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
რობერ ვან დერვალე 80-ინების ლეგენდა...
მე ვამაყობ ჩემი ქვეყნის ძიუდოს სკოლით... ვამაყობ მისი აღსაზრდელებითა და აღზრდილებით...
ვამაყობ ჩვენი მოქმედი სპორტსმენებით...
გაბრიელ
22:28 20-12-2021
1
როცა "შავის" ჭიდაობას და ქცევას უყურებ,ხვდები, რომ ის სპორტსმენის ეტალონია.უყურე,ისწავლე და ისიამოვნე! რაც შეეხება სულამანიძეს,მას ძალიან დიდი მომავალი აქვს და ამ ტიტულს,აუცილებლად გაამართლებს.მასთან ერთად ამომავალი ვარსკვლავების მთელი გუნდი ციმციმებს საქართველოში და მომავალი,მათია.ლაშა ბექაურზე აღარაფერს ვიტყვი,რადგან ოლიმპიური ჩემპიონი,უკვე შემდგარი ვარსკვლავია.თუ ჩვენმა გოგოებმაც ასეთი ტემპით გააგრძელეს ზრდა,ოლიმპიადაზე,გუნდურშიც მედალს შევწვდებით.
სოსო
20:43 19-12-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული