ქართველი ძიუდოისტების 2 ნომინაციაში აღიარება

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ( IJF) გამოკითხვის შედეგად, 2021 წლის საუკეთესოები გამოავლინა. ორ ნომინაციაში ქართველმა ძიუდოისტებმა - ლაშა შავდათუაშვილმა (-73) და ილია სულამანიძემ (-100) გაიმარჯვეს.

წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტი მსოფლიოს, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა, რომელმაც 2021 წელს პლანეტის პირველობაზე გაიმარჯვა და ოლიმპიური ვერცხლი მოიპოვა, რომელმაც ჰიფუმი აბეს (იაპონია), ლუკაშ კპრპალეკს (ჩეხეთი), ჟორჟე ფონესკა (პორტუგალია) და მატიას კასეს (ბელგია) აჯობა.

Sportall.Ge

რაც შეეხება მსოფლიოს ჩენპიონატის ბრინჯაოსმედალოსან სულამანიძეს - ის "ამომავალ ვარსკვლავად" დაასახელეს. ილიას კონკურენტები იაპონელი, რუსი, ესპანელი და უზბეკი კონკურენტები
იყვნენ.

alt"ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძვიან" - რუსი ძიუდოისტებისთვის ქართველები სამაგალითონი არიან

altსაქართველოს ნაკრებმა ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
რობერ ვან დერვალე 80-ინების ლეგენდა...
მე ვამაყობ ჩემი ქვეყნის ძიუდოს სკოლით... ვამაყობ მისი აღსაზრდელებითა და აღზრდილებით...
ვამაყობ ჩვენი მოქმედი სპორტსმენებით...
გაბრიელ
20 დეკემბერი 2021 22:28
1
როცა "შავის" ჭიდაობას და ქცევას უყურებ,ხვდები, რომ ის სპორტსმენის ეტალონია.უყურე,ისწავლე და ისიამოვნე! რაც შეეხება სულამანიძეს,მას ძალიან დიდი მომავალი აქვს და ამ ტიტულს,აუცილებლად გაამართლებს.მასთან ერთად ამომავალი ვარსკვლავების მთელი გუნდი ციმციმებს საქართველოში და მომავალი,მათია.ლაშა ბექაურზე აღარაფერს ვიტყვი,რადგან ოლიმპიური ჩემპიონი,უკვე შემდგარი ვარსკვლავია.თუ ჩვენმა გოგოებმაც ასეთი ტემპით გააგრძელეს ზრდა,ოლიმპიადაზე,გუნდურშიც მედალს შევწვდებით.
სოსო
19 დეკემბერი 2021 20:43
1
ლაშას რომ ვუყურებ, რატომღაც სულ ვან დერ ვალე მახსენდება, ისიც ეგეთი მიზანდასახული და პროფესიონალი იყო, მეორედ მოიგო ოლომპიადა უკვე ასკში მყოფმა, ნამდვილი პროფესორი იყო. ლაშაც მოიგებს მეორე ოქროს, ამისი მაგრად მჯერა. ჩვენი პროფესორია ლაშა. გენაცვალე შენ ჯიგარში.
19 დეკემბერი 2021 19:20
1
მაგარია!!
ვულოცავ ლაშას და ილიას! ბევრ წარმატებებს და ხალხის სიყვარულს ვუსურვებ.
SL
19 დეკემბერი 2021 13:12
0
ვულოცავ ლაშას ამ ბრწყინვალე გამარჯვებას და ვეუბნევი ყველა ახალგაზრდა სპორტსმენს: აი რა მოაქვს ტალანტთან შერწყმულმა შრომისმოყვარეობამ. მაგალითისთვის შორს წასვლა არ გჭირდებათ, მიბაძეთ ლაშა შავდათუაშვილს.
ჟორა გაბრიჭიძე
19 დეკემბერი 2021 12:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული