პარიზის გრანდ სლემზე ქართველების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა

AutoSharing Option
5-6 თებერვალს პარიზში ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყება.

თავდაპირველად საქართველოს სახელით 13 სპორტსმენი უნდა გამოსულიყო, თუმცა კოვიდ-პანდემიამ ჩვენი გუნდის მონაწილეების რაოდენობა 8-მდე შეამცირა. მიზეზი ორმხრივია: პირველი - კოვიდის დადასტურება, ხოლო მეორე - საფრანგეთში დაწერებული ახალი რეგულაციები, რომლის თანახმადაც, საჭიროა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოგეხსენებათ, აქამდე პსრ-ტესტის პასუხიც საკმარისი იყო.

ამ ეტაპზე ვაჟთა და ქალთა შორის ჯამში 316 სპორტსმენია დარეგისტრირებული, საქართველოს სახელს კი დაიცავენ:

-60 - ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე

-66 - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი

-73 - ლაშა შავდათუაშვილი

-81 - ტატო
გრიგალაშვილი

-90 - ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე

რაც შეეხება დანაკლისს, თავდაპირველად დაიწერა, რომ მონაწილეობას მიიღებდნენ ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ), ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე (ორივე -100 კგ), გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი (+100კგ).
მკითხველის კომენტარები / 2 /
დანარჩენები? აა დანარჩენები პარლამენტში,ბიზნესებში, რესტორნებში,გულაობაში,პონტებშია ყველა,ვიღას ახსოვს ჭიდაობა?
ზურა
12:19 02-02-2022
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული