პარიზის გრანდ სლემი. შავდათუაშვილის ოქრო და კიდევ ორი ქართული ბრინჯაო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის გრანდ სლემზე -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ლაშა შავდათუაშვილმა იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

30 წლის გორელმა ძიუდოისტმა პარიზის გრანდ სლემი პირველად მოიგო.

შავდათუაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე ბრაზილიელი სეზარ კოდა, ფრანგი ჟან-ბენჟამინ გაბა და უზბეკი შახრამ ახადოვი დაამარცხა.

დღეს ტურნირზე ბრინჯაოს მედლები ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვეს.

6 თებერვალს პარიზის ტატამზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) გავლენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები ლაშას. ძალიან დიდი სპორტსმენი და კიდევ უფრო დიდი ადამიანი. მას უნდა მიბაძოს ძიუდოისტთა ახალმა თაობამ. შრომა, შრომა და კიდევ შრომა. შედეგიც სახეზეა. მასზე სტაბილური სპორტსმენი საქართველოს არ ყავს დღეს.
გიორგი
23:55 05-02-2022
1
ამ ბიჭის წარმატება ძალიან მახარებს, ჩემპიონობის მიუხედავად ისევ უბრალო ადამიანად რომ დარჩა ორმაგად დასაფასებელია…
Musenbezi
00:38 06-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული