პარიზის გრანდ სლემი. გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის გრანდ სლემის მეორე საასპარეზო დღეს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გრიგალაშვილი ფინალში იაპონელ სოტარი ფუჯივარასთან იპონით დამარცხდა. ტატომ ამ ტურნირზე მეორედ მოიპოვა ვერცხლის მედალი.

გადამწყვეტ ბრძოლამდე გრიგალაშვილმა ფრანგი ტიზიე გნამიენი ვაზარით, კანადელი ფრანცის გაუტიერი იპონით, ხოლო ბელგიელი სამი ჩოუჩი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

ბექა ღვინიაშვილი (90კგ ) უზბეკ დავლათ ბობონოვთან ბრინჯაოს მედლისთვის საბრძოლველად ვერ გავიდა და მედლის გარეშე დარჩა.

იქამდე ღვინიაშვილმა ფრანგი ენიელ კაროლი და კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი დაამარცხა, ნახევარფინალი კი აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან წააგო.

სამწუხაროდ, ლუკა მაისურაძე (90 კგ) პირველივე დაპირისპირებაში იპონით დამარცხდა მასპინძელ ალექსის მატიესთან.

შეგახსენებთ, გუშინ ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა და ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენია. სამუშაო აქვს მასთან პირად და ნაკრების მწვრთნელებს. აშკარად საფრთხეა რომ დაიკარგოს. თუ წაგებულის კომპლექსი დაემართა იაპონელებთან დიდი მიზნებისთვის ვეღარ იბრძოლებს. ძალიან მომწონს მისი ჭიდაობის სტილი და იმედი მაქვს რომ ყველა მედალს მოიყოვებს. წარმატებები ტატოს
გიორგი
23:27 06-02-2022
0
არა უშავს ტატო - ცოტა ფიზიკურ ვარჯიშს მოუმატამე, იაპონელენისათვის რაღაც შეიმუშავეთ,
გუჯეჯიანის მჯერა...2,3 ილეთს მაგრად დაგამუშავებინებთ - იაპონელებზე მაგრად უნდა დაიგეშოთ.
გლახუნა
00:00 07-02-2022
0

სიახლეები პოპულარული