გუჯეჯიანი ონოს შავდათუაშვილთან პოტენციური დაპირისპირებისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
25- 27 მარტს თბილისში ძიუდოს ტრადიციული და პრესტიჟული გრანდ სლემი გაიმართება, სადაც ნაკრებები წამყვანი შემადგენლობებით უნდა გვეწვიონ.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა სოციალური ქსელის მეშვეობით შოჰეი ონოს მიმართა და საქართველოში საასპარეზოდ ჩამოსვლისკენ მოუწოდა, რაც პოტენციურად ლაშა შავდათუაშვილთან დაპირისპირებას უნდა ნიშნავდეს.

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, -73 კგ-ში მოასპარეზე იაპონელი უძლიერესი ძიუდოისტია, რომელმაც უკანასკნელ ოლიმპიადაზე ქართველი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ფინალში დაამარცხა. 

ცოტა ხნის წინ შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე გაიმარჯვა, ფინალში კი ასევე
იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს სძლია.

დაველოდოთ, 30 წლის ონო რა გადაწყვეტილებას მიიღებს...

alt

პარიზის გრანდ სლემი. შავდათუაშვილის ოქრო და კიდევ ორი ქართული ბრინჯაო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
რამდენი წელია იაპონელები აღარ ჩამოსულან თბილისში. არადა როცა მოდიოდნენ ხოლმე რამდენიმე კამერით იღებდნენ, ალბათ ჩვენი სტილის შესააწავლად და დასახვეწად..
ჩვენი ჩემპიონებიც რო აღარ ჩავლენ ძიგაროკანოზე მერე იქნებ კეთილი ინებონ:)
ლაშა ლეგენდაა და მაგალითი მომავალი თაობისთვის. წარმატება ქართულ judos.
rable
16:27 14-02-2022
1
ნუ მოვიქცევით ყველაფერში სირაქლემასავით როგორც კი იაპონელები არ ჩამოვლენ არც ქართველები უნდა ჩავიდნენ ძიგარო კანოზე .
dato
17:51 14-02-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული