საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოიტი ნუგზარ ტატალაშვილი (-73) არაბთა გაერთიანებული საამიეროების სახელით იასპარეზებს - ამის შესახებ ფეიბუქგვერდი "საქართველო ოლიმპიურ თამაშეზე" წერს.

აღსანიშნავია, რომ სპორტსმენმა ამ გადაწყვეტილების შესახებ 2018 წელს განაცხადა, თუმცა შემდეგ ისევ საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა.

სამშობლოში მოპოვებული ტიტულების გარდა, 31 წლის ძიუდოისტი 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია, 2016-ში კი ბრინჯაო მოიპოვა. ტატალაშვილმა 2015 წლის ევროპულ თამაშებზე მე-2 ადგილი დაიკავა. ნუგზარი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზეც მონაწილეობდა. რაც შეეხება მის გუნდურ ტიტულებს - საქართველოს ნაკრებთან ერთად 2013 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ევროპის ჩემპიონობა კი 2012-16 წლებში
4-ჯერ მოიპოვა.

შეგხსენებთ, -73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ახლა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი იცავს.

altანტალიაში უძლიერესი ძიუდოისტებით ვიასპარეზებთ

altპარიზის გრანდ სლემი. შავდათუაშვილის ოქრო და კიდევ ორი ქართული ბრინჯაო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გზა აქ მეტი შავი ასაკთან ერთად უმატებს და შანსს არ უტოვებს.DDD ტიტულები თუ არა არაბეთში ანაზღაურება კარგი ექნება, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს.
ტტტ
13:22 20-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული