ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ლუკა მაისურაძე (90 კგ) ჩემპიონი გახდა.

მაისურაძემ ერთმანეთის მიყოლებით ესტონელი კლენ კალიულანდი, სლოვაკი პეტერ ჟილკა, რუმინელი ალექს კრეტი, უნგრელი კრისტიან ტოტი და სერბი  დარკო ბრასნიოვიჩი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოსთვის გურამ თუშიშვილი (+100კგ) იჭიდავებს, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (78 კგ) მედლის გარეშე დარჩნენ.

შეგახსენებთ, ტურნირზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) კი ბრინჯაოს დაეუფლა.



მკითხველის კომენტარები / 8 /
ვულოცავ ტატოს და ლუკას, ბრწყინვალე თაობა მოდის!
მინდია
18:12 01-05-2022
1
რამხელა კონკურენცია ამ წონაში ბექაური ღვიანიშვილი
Soso
22:30 01-05-2022
0

სიახლეები პოპულარული