თუშიშვილი VS ჰარასავა - ოფიციალურად, იაპონელები თბილისში მოდიან

AutoSharing Option
თბილისის გრანდ-სლემის დაწყებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს დედაქალაქში იაპონიის ნაკრებს ვიხილავთ. "ამომავალი მზის ქვეყანა" საქართველოს 5 ძიუდოისტით ეწვევა.

Sportall.Ge

ეს იაპონელების პირველი ვიზიტია მას შემდეგ (2014 წლიდან), რაც თბილისის ტურნირს გრანდ-სლემი ეწოდა. ბოლოს ისინი საქართველოში 2013 წელს იყვნენ, როცა ტურნირს ჯერ კიდევ "მსოფლიო თასი" ერქვა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა თბილისში ჩამოსვლა შოჰეი ონის (-73) სთხოვა, რომელთანაც ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიადის ფინალში განცდილი მარცხის გამო რევანში სწყურია. სამაგიეროდ, +100 კგ-ში, დიდი
ალბათობით, თუშიშვილისა და ჰარასავას ძალიან საინტერესო და პრინციპული შეხვედრა უნდა ვიხილოთ.

თბილისის გრანდ-სლემი 3-5 ივნისს ჩატარდება.

altქართველი ძიუდოისტების შემადგენლობა თბილისის გრანდ-სლემზე

altიაპონიის ძიუდოისტთა ნაკრები თბილისში იასპარეზებს

altგუჯეჯიანი ონოს შავდათუაშვილთან პოტენციური დაპირისპირებისკენ მოუწოდებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული