თბილისის გრანდ სლემის მესამე დღეს - 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი უნგრელ კრისტიან ტოტს დაუპირისპირდა და უშანსოდ, სამი გაფრთხილებით დაამარცხა.

შეხვედრა ბექას უპირატესობით წარიმართა, მეორე წუთზე ქართველი ფალავანი უკვე გაფრთხილებითა და შედეგიანი გდებით იგებდა, საბოლოოდ კი ჩვენებურის აშკარა უპირატესობით დასრულდა.

Video

ღვინიაშვილი

ფინალის გზაზე ღვინიაშვილმა ადლეთ მისინის, არტიუმ ბუბირისა და გიორგი პაპუნაშვილის ბარიერი გადალახა.

ამასთან ერთად გეტყვით იმასაც, რომ ამავე წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობა დათმო და მე-5 ადგილი დაიკავა.

- 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე დანიელ ჰერბსტთან დამარცხდა, ფინალში ონისე სანებლიძემ გიორგი ბერიაშვილი ბრწყინვალე გდებით დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.

Video

ონისე სანებლიძე

სოფია სომხიშვილმა +78 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს ლევან მათიაშვილი და ონისე ბუღაძე დაუპირისპირდნენ, ბოლო წამზე გამარჯვებამ მათიაშვილმა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ბუღაძემ მესამე გაფრთხილება მიიღო.

ამავე წონის ფინალში კი გელა ზაალიშვილი ალიშერ იუსუპოვს დაუპირისპირდა და სუფთა გდებით დაამარცხა. ფინალამდე ჩვენმა ფალავანმა მაგომედომარ მაგომედომაროვის, ლევან მათიაშვილისა და შოხრუ ბახტიოროვის ბარიერი გაიარა, ფინალში კი 2 ვაზარით იმარჯვა და ოქროს სინჯის მედალიც მოიპოვა.

მამუკა
რატომ არ იყო? თბილისის გრანდსლემი-ს ტრანსლიაცია ქართულ ტელეარხებზე, რომელიმეზე მაინც
Musenbezi
ტიკ-ტოკერმა დაასრულა კარიერა თუ რა ხდება?
ალიბეგ
ბექა თუ ამ წონაში ოთხეულშიც არ შედის რავი?მაგარი მწვრთნელი გუჯეჯიანი მაგრამ ამ დონის სპორცმენის უცებ ჩამოწერა არ მიმაჩნია სწორი მაისურაძეს რო ეჭიდავა ატოვინებდნენ ბექას ამ ტურნირს
დავითი
ბრავო
პეტროსი
ბექუშ გენაცვალე.ჯიგარი ხარ.ჩემი ფალავანი ხარ...ესენი კი სრ აჭიდავებნენ,სანამ რამდენიმე არ მოიხსნა ჩვენი ნაკრებიდან.ესეთები არ იყოს...ბექა მაგარი კაცია!
ალექს
გრანდ სლემი კი არა შიდა ეროვნული ჩემპიონატი მოიწყვეს ბიჭებმა! ბრავო გუჯეჯიანს და მთელს ნაკრებს! ამდენი დდადებითის ფონზე ძალიან გულდასაწყევტია და დაუჯერებელიც კია სულამანიძის უმედლოდ დარჩენა.. უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 3 დათმო..იმედია დროებითია მისი ეს ჩავარდნა.
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
3-დან 3 - ბექა ღვინიაშვილის მორიგი გამარჯვება MMA-ში