ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრიზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

AutoSharing Option
ზაგრების გრან პრიზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გრიგალაშვილმა მოლდოველ ნიცონ ზაბოროსჩიუს და თურქმენ დაიანჩ ომიროვს სძლია, მეოთხედფინალი ფრანგ უმარ ჯალოსთან დათმო, რეპეშაჟში აზერბაიჯანელ ზელიმ ტჩკაევი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში  ბრაზილიელი გილერმე შმიდტი დაამარცხა.

სამწუხაროდ, მედლების გარეშე დარჩნენ ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი (ორივე 73 კგ).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული