ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა Live.ge-ის პირდაპირ ეთერში ტაშკენტის მსოფლიოს ჩემპიონატის ვაჟთა შემადგენლობა დაასახელა:

- 60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი

- 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი

- 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი

- 81 კგ - ტატო გრიგალაშვილი

- 90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

- 100 კგ - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი

+ 100 კგ - გურამ თუშიშვილი

გუნდური პირველობისთვის ნაკრებს გიორგი ტერაშვილი (- 73 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (- 90 კგ) დაემატებიან.

ქალთა შემადგენლობიდან ჯერჯერობით
ცნობილია, რომ ტაშკენტში ტატამზე ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილი წარდგებიან.

შეგახსენებთ, უზბეკეთში მსოფლიოს ჩემპიონატი 6-13 ოქტომბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ღვიანიშვილი უნდა ყოფილიყო ლუკას არაფერს ვერჩი მაგარი ბიჭია მაგრამ ახალი მორჩენილი აქვს ტრამვა ეჭიდავა მასტერსები ჯერ გამოჩნდებოდა როგორ ფორმაშია როცა მართლა მაგარ ფორმაში მყოფი ღვიანიშვილს ტოვებ სადაც იჭიდავა ბოლოს ყველგან შედეგი დადო ეკუთვნოდა ბექას ამ კონკრეტულ მსოფლიოზე ადგილი
Soso
14 სექტემბერი 2022 14:41
4
ჯანსაღი კონკურენცია და სამართლიანობის შეგრძნება არის საწინდარი წარმატების. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი შემადგენლობაა ღვიანიაშვილის არწაყვანა არ ჯდება არანაირ ლოგიკაში. ეს ყველაფერი მხოლოდ გვავნებს. მჯერა ტაისონა არ ჩაიქნევს ხელს და დარწმუნებული ვარ ბევრს მიაღწევს მომავალში. ტეხავს...
kicha_r9
14 სექტემბერი 2022 12:38
4
კარგი გუნდია, მაგრამ:

- მგონი ღვინიაშვილი უფრო იმსახურებს დღეს ვიდრე მაისურაძე. ბოლო ტურნირზე ვიღაც ასეულის მიღმა ფრანგთან წააგო. ბექამ კიდევ ზაგრების გრან პრი მოიგო.

- 60-ში გვაქვს დიდი კონკურენცია და ორი კაცი იქედან უნდა წასულიყო და არა 100-დან. ძალიან გამიხარდება თუ ლიპო ფორმაში შევა და მედალს აიღებს, მაგრამ მგონი უკვე გვიანია:(
თენგო
14 სექტემბერი 2022 15:11
2
10 msoplio ichidava beqam.0 medali.axla sxvebis droa
chiva
14 სექტემბერი 2022 15:24
5
ბექა, ძმაო, გული არ გაიტეხოოო... შეეენ გუნდში ხაარ....და ჩვენს გულშიც... ,,დედას რათ უნდა მრავალი შვილი, ერთი ყავდეს და ღვინიაშვილი''!!!
გიორგი 50
14 სექტემბერი 2022 13:35
2
ძაან ცუდად ექცევიან ღვინიაშვილს.
მეორედ უკვე.
არადა კაი ფორმაშია და იმსახურებდა მსოფლიოზე წასვლას
ხუან რომან რიკელმე
14 სექტემბერი 2022 12:07
3
მართალი ხარ ხუან!
გელა
14 სექტემბერი 2022 16:47
1
თვითონ იცის ლაშა გუჟეჯიანმა ვინ წაიყვანოს, მაგრამ მე მგონი ღვინიაშვილზე უნდა გაეკეთებინა არჩევანი, ბექა მაგარ ფორმაშია და ამასთანავე იაპონელებთან უფრო წარმატებით ჭიდაობს, რაც შეეხება ბექაურსა და მაისურაძეს, ფორმაში ყოფნა სხვა ტურნირებში უნდა დაემტკიცებინათ, სხვათა შორის მაისურაძე იტალიაში არცთუ ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა და კიდევ, არა ერთხელ ვიკითხე უკვე- სად არის საბა ინანეიშვილი? თუ ვინმემ იცით, გამაგებინეთ. გუნდურში მაიონც იმსახურებს ადგილს.
გიზო რაჭველი
14 სექტემბერი 2022 15:51
1
Сабас травма аквс
Лексо
14 სექტემბერი 2022 16:09
1
ღვინიაშვილს ძალიან მაგარი სეზონი აქვს და რატომ არ არის შემადგენლობაში? მადლობელი დაგრჩებით თუ ვინმე დაწერს მიზეზს.
პაატა
14 სექტემბერი 2022 11:33
2
ღვინიაშვილთან არ არიან მართლები
გარეჯი
14 სექტემბერი 2022 12:05
3
ლუკასი ძალიან მეიმედება სამომავლოდ მაგრამ ევროპის ჩემპიონიაო ტყუილად ნუ წერთ გადახედეთ ვის მოუგო მანდ და ბოლოსაც დაბალი რანგის ტურნირზე ვერ იჭიდავა. ბექა ცალსახად პირველი კანდიდატი უნდა ყოფილიყო 90-ში
აჩი
14 სექტემბერი 2022 18:44
2
აჩი, მომავალში რომ გეიმედება და მომავალი რომ აქვს, სწორედ იმიტომ უნდა დააყენონ, რათა წონაში კარგი ადაპტაცია გაიაროს. ხომ ნახე ჭრიკიშვილს საერთოდ არაფერი გამოუვიდა 90-ში.
გაბრა.
24 სექტემბერი 2022 23:22
0
შემადგენლობა ოპტიმალურია, მაგრამ საქართველოს აქვს იმისი რესურსი, გუნდურში სხვა გუნდი დააყენოს. რაც შეეხება ღვინიაშვილს, მაგის ადგილი გუნდში მართლაც არ იყო. ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია და ბოლო ტურნირიც ცეკვა-ცეკვით მოიგო. მაისურძემ წელს ევროპა მოიგო და ბოლო ტურნირზე დასამახსოვრებელი შეხვედრები მოიგო. ასის გაორებაც გამართლებულია, რადგან სულამანიძეს დიდი ტურნირების გამოცდილება სჭირდება, არავინ იცის პარიზის ოლიმპიადას ვინ იჭიდავებს. რაც შეეხება მძიმეს, აქ გუნდურში აუცილებლად სხვა უნდა დაეყენებიათ, რადგან თუშო წინა დღეს იჭიდავებს და საეჭვოა დასვენება მოასწროს, ამასთანავე რეზერვის გაზრდა და გამოცდილებაცაა საჭირო.
ჟორა გაბრიჭიძე
14 სექტემბერი 2022 17:34
5
66 კგ-ს ნაცვლად მძიმე წონა გაეორებინათ, ის ჯობდა, მარგველაშვილის იმედი არ მაქვს, რატომღაც მგონია თავდაჯერებულება აკლია, და წონის რეიტინგის ლიდერებთან რატომღაც შეშინებული მეჩვენება.
გიზო რაჭველი
14 სექტემბერი 2022 15:58
4

სიახლეები პოპულარული