ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა Live.ge-ის პირდაპირ ეთერში ტაშკენტის მსოფლიოს ჩემპიონატის ვაჟთა შემადგენლობა დაასახელა:

- 60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი

- 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი

- 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი

- 81 კგ - ტატო გრიგალაშვილი

- 90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

- 100 კგ - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი

+ 100 კგ - გურამ თუშიშვილი

გუნდური პირველობისთვის ნაკრებს გიორგი ტერაშვილი (- 73 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (- 90 კგ) დაემატებიან.

ქალთა შემადგენლობიდან ჯერჯერობით
ცნობილია, რომ ტაშკენტში ტატამზე ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილი წარდგებიან.

შეგახსენებთ, უზბეკეთში მსოფლიოს ჩემპიონატი 6-13 ოქტომბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ღვიანიშვილი უნდა ყოფილიყო ლუკას არაფერს ვერჩი მაგარი ბიჭია მაგრამ ახალი მორჩენილი აქვს ტრამვა ეჭიდავა მასტერსები ჯერ გამოჩნდებოდა როგორ ფორმაშია როცა მართლა მაგარ ფორმაში მყოფი ღვიანიშვილს ტოვებ სადაც იჭიდავა ბოლოს ყველგან შედეგი დადო ეკუთვნოდა ბექას ამ კონკრეტულ მსოფლიოზე ადგილი
Soso
14:41 14-09-2022
4
ჯანსაღი კონკურენცია და სამართლიანობის შეგრძნება არის საწინდარი წარმატების. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი შემადგენლობაა ღვიანიაშვილის არწაყვანა არ ჯდება არანაირ ლოგიკაში. ეს ყველაფერი მხოლოდ გვავნებს. მჯერა ტაისონა არ ჩაიქნევს ხელს და დარწმუნებული ვარ ბევრს მიაღწევს მომავალში. ტეხავს...
kicha_r9
12:38 14-09-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული