ქართველმა ძიუოისტმა ფინალში მოქმედი გამარვებული, ბელგიელი მატიას კასე დამატებით დროში ლამაზი ილეთით დაამარცხა და მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე ფინალში წაგებისთვის რევანში აიღო.
ოქროს მედლის გზაზე ტატომ ფრანგი უმალ დიარო, დომენიკელი დელ ორბე კორტორეალი, იაპონელი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე და აზერბაიჯანელი საედ მოლასი დაამარცხა.
22 წლის ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეექვსე მსოფლიო ჩემპიონია.
4 დღის შემდეგ საქართველოს 1-ი ოქროს მედალი აქვს, ხვალ კი ტატამზე -90 კილოგრამში მონაწილე ძიუროისტები ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე წარსდგებიან.