მიიღებს თუ არა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას? - Sportall.ge-ს ექსკლუზივი გავრცელებულ ინფორმაციაზე

AutoSharing Option
ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა და ძიუდოს ქართველი გულშემატკივრები გახარებულები არიან. ამავდროულად, სამწუხარო ამბავიც გავრცელდა, რომელიც, საბედნიეროდ, არ დადასტურდა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე (IJF) ლაშა ბექაურის (-90) 10 ოქტომბრის განრიგი გადაშლილი იყო, რასაც ქართულ სპორტულ გვერდებზე იმით ხსნიდნენ, რომ ოლიმპიურმა ჩემპიონმა წონა ვერ ჩააბარა.

Sportall.ge-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გაუგებრობა აღმოფხვრილია და ბექაური ტურნირზე მონაწილეობას შეძლებს. 10 ოქტომბერს, -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა გუჯეჯიანის გუნდიდან ლუკა მაისურაძესაც ვიხილავთ.

altრევანში აღებულია - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიიოს ჩემპიონია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებებს ვუსურვებ ბექაურს. ღმერთმა ქნას, ცუდი ინფორმაცია ტყუილი გამოდგეს, ოღონდ, ფაქტია, რომ მეტისმეტად გაშოუმენ-გასელებრიტდა. საქმეს სერიოზულად მიუდგეს, თორემ ასეთი ტალანტები დაკარგულან…
ანზორ ჯაფარიძე
19:14 09-10-2022
7
ეს ცუდია ასე ახლოს რომ არი წონასთან ანუ რაღაც არ არი კარგად არ უდგება საქმეს ისე როგორც უნდა მიუდგეს, მეორე პრობლემა ერთი დღისთვის რომ წონას აგდებ ჩათვალე გამოფიტული გადიხარ ტურნირზე ჩემი აზრით ლაშას მედალიც ემწარმატებათ ჩაეთვლება ხოლო მაისურაძეს მეტი აკისრია რადგან ღვიანიაშვილი დატოვეს მაგის მაგივრად
Soso
19:58 09-10-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული