ბაქოს გრან-სლემის პირველ დღეს საქართველოს სახელით 2 ძიუდოისტი, ვაჟა მარგველაშვილი და გიორგი თუთაშვილი, წარდგა. ორივე სპორტსმენი -66 კილოგრამში გამოდიოდნენ.
სამწუხაროდ, ორივე ქართველი მესამე წრეში დამარცხდა და ასპარეზობაც ნაადრევად დაასრულა...
ხვალ, 5 ნოემბერს, ბაქოში ტატამზე 3 ძიუდოისტი გამოვა:
- 73 ლაშა შავდათუაშვილი
- 81 გიორგი შერაზადიშვილი, ვლადიმერ ახალკაცი