გურამ თუშიშვილი ბაქოს გრანდ სლემიდან მოხსნეს

AutoSharing Option
დღეს, 6 ნოემბერს, ბაქოს გრანდ სლემის მე-3 დღეს +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ჯამალ გამზატხანოვთან ჭიდაობისას ტურნირიდან მოხსნეს. მიზეზად წესებში შეტანილი პუნქტია, როდესაც ძიუდოისტი გდების დროს თავით მიდის ტატამისკენ (ლაშა ბექაურიც ამ მიზეზით მოხსნეს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალიდან) რის გამოც ძიუდოისტი ჰანსოკუ-მაკეთი ისჯება... დასანანია გურამისთვის ასეთი მარცხი, არადა ყველამ კარგად იცის მისი შესაძლებლობები.

ამავე წონაში გამოდის საბა ინანეიშვილი, რომელმაც მეორე წრეში სლოვაკი მარიუს ფრიზელი დაამარცხა, მესამეში კი - ტაჯიკ თემურ რახიმოვს შეხვდება.

-90 კილოგრამში ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის
ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ლუკა მაისურაძე მე-3 წრეში მონღოლ მუნხბაიარ ბატოგტოხს შეხვდება.

-100 კილოგრამში ილია სულამანიძე მეორე წრეში უზბეკ ოთაბეკ ტურაბოევს დაუპირისპირდება.

ქალთა შორის +78 კილოგრამ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი მეორე წრეში სერბ მილიკა ზაბიჩს შეხვდება.

წარმატებები ქართველ ძიუდოისტებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძიუდოს მსაჯობოს დონემ რომ დაიწია ამაზე ორი აზრი არაა, უმეტესობა ასისტებტები დახმარებაზეა, ასევე ბევრი წესი სულელურადაა და ორმაგისტანრდარტებით მოქმედებს, გურამიც რაზეც მოხსნეს ის წესიც ასეთივეა, იმდია მალე გამოასწორებენ
Nick
06 ნოემბერი 2022 13:18
2

სიახლეები პოპულარული