judoinside: ლეგენდარულმა ონო შოჰეიმ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
judoinside-ის ინფორმაციით, ონო შოჰეიმ კარიერა დაასრულა და ხელს მწვრთნელობას მიჰყოფს.

2-გზის ოლიმპიური ჩემპიონის გადაწყვეტილებით, მისთვის უმჯობესია, გაიაროს ოლიმპიური კომიტეტის სამწვრთნელო კურსები, ისწავლოს ბრიტანეთში და დაეხმაროს მომავალ თაობას მისსავით წარმატებული კარიერის მოწყობაში.

მოგეხსენებათ, იაპონელმა ჯუდოკამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ფინალში ქართველი ლაშა შავდათუაშვილი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა...

მსგავსი კალიბრის ძიუდოისტის დიდი სპორტიდან წასვლა, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია.

მოგებული ტურნირები:

ოლიმპიური თამაშები - 2016, 2020

მსოფლიო ჩემპიონატი - 2013, 2015, 2019

აზიის თამაშები - 2018

გრანდ სლემი - 2012 (ტოკიო), 2018 (დიუსელდორფი), 2018 (ოსაკა),
2019 (დიუსელდორფი), 2020 (დიუსელდორფი)

გრანდ პრი - 2015 (დიუსელდორფი), 2016 (დიუსელდორფი).

მიუხედავად ჩინებული მიღწევებისა, ონოს კარიერა ისე არ გამოვიდა, როგორსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მიზეზი ავადსახსენებელი გამუდმებული ტრავმიანობა გახლავთ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
არა და ეს 4 წელი მინიმუმ კიდევ მოიგებდა ყველაფერს ამის მომგები არავინ იყო
shalva
16:49 15-12-2022
1
წამოსულიყო ჩვენთან 50 წლამდე პირველი ნომერი იქნებოდა
shalva
20:30 15-12-2022
4

სიახლეები პოპულარული