20 დეკემბერს ისრაელში წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო.
პირველ საჭიდაო დღეს ქართველების მხრიდან 3 ჯუდოკა გამოვიდა:
-60 კგ - გიორგი სარდალიშვილი
-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი
-57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი
ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს გიორგი სარდალიშვილი. 19 წლის ძიუდოისტმა პირველ წრეში დაისვენა, მე-2 წრეში უზბეკი დილშოდბეკ ბარატოვი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან წააგო. ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც ესპანელ ფრანსისკო გარიგოს შეხვდა და მარტივადაც გაიმარჯვა. ბრინჯაოს მედლისთვის გიორგის მეტოქე -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში რეიტინგის პირველი ნომერი, ტაიპელი იანგ-იუნ ვეი იქნება.
რაც
შეეხებათ ვაჟა მარგველაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს, ორივე ძიუდოისტი მეორე წრეში დამარცხდა.
Ეხლა ვიძახი ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი და დღესვე!!!