გრიგალაშვილი შემაჯამებელი ტურნირის ფინალშია!

AutoSharing Option
დღეს, 21 დეკემბერს, ისრაელში შემაჯამებელი ტურნირის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი წარდგა.

-81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ფინალში გავიდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა პირველ წრეში დაისვენა, ფინალის გზაზე კი უნგრელი ატილა უნგვარი, იტალიელი ანტონიო ესპოსიტო და ფრანგი ალფ უმარ დიალო დაამარცხა. ფინალში კი აზერბაიჯანელ საიდ მოლაის შეხვდება.

-73 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილი პირველივე წრეში მასპინძელთა წარმომადგენელ იდო ლევინთან დამარცხდა. მეორე წრეში ბრაზილიელ დანიელ კარგნინთან დამარცხდა ლაშა შავდათუაშვილი და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

alt

"მე ქართველი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა" - ტატოს ოქროს მედალი და ემოციები (ბლოგი უზბეკეთიდან)

 

altსარდალიშვილმა იერუსალიმის მასტერსზე მედალი ვერ მოიპოვა




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული