ბრწყინვალე იპონი ფინალში - შავდათუაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, გადამწყვეტ ბრძოლამდე ანტონიო ტორნალი (დომინიკა), გაბრიელე სული (იტალია), დანიარ შამშაიევი (ყაზახეთი) და ჰეონ ჩეინ კანგი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ფინალში კი დანიელ კარნინს (ბრაზილია) იპონით სძლია, რომელთანაც ადრე ორჯერ დამარცხდა.

სამწუხაროდ, მედლების გარეშე დარჩნენ თემურ ნოზაძე (60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) და მარიამ ციხელაშვილი (57 კგ).

მკითხველის კომენტარები / 20 /
ლეგენდა ცოცხალი
Tete1234
04 თებერვალი 2023 23:19
0
მადლობა ლაშას, ჯუდოს ლეგენდებში დაიდო ბინა რახანია და აგრძელებს.. მომავალი თაობის მაგალითი შეუპოვრობით და შემართებით. გილოცავთ ყველას.
rable
04 თებერვალი 2023 23:21
0
სამაგალითო პროფესიონალი და მსოფლიო ძიუდოს ცოცხალი ლეგენდა , ადამიანი რომლის მაგალითზეც მომავალი თაობები უნდა გაიზარდოს და ალბათ წლების მერე კიდევ უფრო დაფასდება მისი თავგანწირვა და მიზანდასახულობა . მეოთხე ოლიმპიადაზეც დიდი იმედი გვაქვს ყველას , რომ ოქროთი დაგვიბრუნდები და მართლა უდიდეს ისტორიას დაწერ შენთვისაც და საქართველოსთვისაც .
ATP 16
04 თებერვალი 2023 22:48
0
ეს პატარა საქართველო რა მაგარია და რა დიდი კაცები ყავს წარმატება ყველა ქართველს სპორტსმენს თუ არასპორტსმენს!
გიორგი
05 თებერვალი 2023 04:34
0
აბა სადა ხართ ისინი ცოტა ხნის წინ რო იძახდით შავდათუაშვილი უნდა წავიდეს ნაკრებიდანო,რაღა დროს მაგისი ძიუდოაო,სადა ხართ აბა ეხლა? Ვაი თქვე უცოდინრობე და ბოღმიანებო.
Კიდევ გიმეორებთ თქვენ შავი კარგად ვერ გიცვნიათ
jordan beli
04 თებერვალი 2023 23:10
2
ყოველთვის ვგულშემატკივრობ ჰიმნის ვიდეო დადეთ ემიგრანტებისთვის!
კახა
05 თებერვალი 2023 02:50
0
შენ გენაცვალე ლაშა! ოქრო, ოქრო, აუწონელი! დიდი მადლობა ჩვენი გახარებისთვის და სულ გამარჯვებული გატაროს უფალმა და გორიჯვრის მადლმა!!!
ქართველი
04 თებერვალი 2023 22:33
0
ლეგენდა!!! ❤️
a a
04 თებერვალი 2023 22:33
0
ბრწყინვალე ლაშა!შენ გაიხარე!!
მერაბი
04 თებერვალი 2023 22:36
0
ბრავო ლეგენდა! კიდევ მრავალჯერ გაგეხარებინოს შენი საყვარელი სამშობლო!
არტ
04 თებერვალი 2023 22:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული