"ნაკრებს არ აქვს ფული, რომ მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებზე" - ძიუდოში იაპონიის ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადება

AutoSharing Option
იაპონიის ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, იაპონიის ჯუდოს ფედერაციას ფინანსური პრობლემები აქვს. კეიჯი სუძუკის თქმით, ამ მიზეზის გამო გუნდი ვერ ახერხებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას.

"არაერთი ჯუდოკა ჩამოვიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კოდოკანში სავარჯიშოდ და ჩვენი ეროვნული ნაკრების მაღალი დონის ჯუდოკებიც მათთან ერთად ვარჯიშობენ. მე გულწრფელად მადლობელი ვარ მათი, რადგან იაპონიის ნაკრებს არ აქვს ფული, რომ მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებზე" - წერს სუძუკი.

რაც უნდა დაუჯერებლად გვეჩვენებოდეს, "გოძილები" მართლაც დგანან ფინანსური პრობლემების წინაშე. გუნდი ვეღარ ახერხებს, სრული შემადგენლობით იასპარეზოს მსოფლიო ტურზე. სწორედ
ფინანსების გამო ვერ იასპარეზა გუნდმა სრული შემადგენლობით თელ-ავივსა და პარიზში. კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მეორე-მესამე ნომრები და ასაკობრივი ნაკრებები. მათ თავის წარმოჩენის საშუალება ევროპისა და მსოფლიო თასებზე ეძლეოდათ ხოლმე, თუმცა, იმის ფონზე, რომ ძირითადი გუნდი ვერ ახერხებს ტურნირებზე სრულფასოვნად მონაწილეობის მიღებას, თითქმის წარმოუდგენელია მათი სადმე ასპარეზობა.

იაპონიის ჯუდოს ფედერაციაში ფინანსური პრობლემები ჯერ კიდევ შარშან დაიწყო. მიზეზად პანდემია და ოლიმპიური თამაშებისთვის გაწეული ხარჯები დასახელდა. ჯუდოს მესვეურები შიშობენ, რომ თუკი დაფინანსების საკითხი უახლოეს მომავალში არ მოგვარდება, ეს ძალიან დააზარალებს მათ - ნაკლები ტურნირები=ცუდ ფორმას, ცუდი ფორმა=ცუდ შედეგებს.

წყარო: ჯუდოს დღიურები
მკითხველის კომენტარები / 5 /
საქართველოში ნაგვის ურნაში ეძებენ საზრდოს საქართველოს მოქალაქეები,ნახევარი საქართველო გაქცეულია და მეორე ნახევარი გასაქცევს ეძებს... უმეტესობა კი ამ გაქცეულების გადმორიცხვებით არსებობს,ჰოდა...,,ფეხბურთში მეტი ფული უნდა ჩაიდოს"...და ა.შ. ყველა ფულს ითხოვს,აი იაპონია კი..
ადამიანი
11:49 28-02-2023
13
დაუჯერებელია ამბავია. შეიძლება რაღაც დროებითი შეფერხება მოხდა და მაგის ბრალია, თორემ იაპონიისთვის ძიუდო სპორტზე მეტია, იდენტობის და სიამყის განსახიერებაა და გამორიცხულია ამხელა ფინანსური შესაძლებლობების ქვეყანამ უსახსრებოდ დატოვოს.
ფეოლა
19:17 28-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული