თბილისის გრანდ სლემზე სულამანიძე და ზაალიშვილი ოქროს მედლებს დაეუფლენ

AutoSharing Option
თბილისის გრანდ სლემზე ილია სულამანიძემ (100 კგ) და გელა ზაალიშვილმა (+100 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.

სულამანიძემ ფინალში მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგს, ხოლო ზაალიშვილმა თურქ მუნირ ერთუგს სძლია - ორივემ ვაზარით გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან სლემზე საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა და ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ილია სულამანიძეს და ჩვენს ჩემპიონებს ვულოცავ...
ილია, მინდა გთხოვო, რომ გამძლეობაზე(,,დიხანიაზე") უფრო მეტი იმუშაოოოთ...
ფინალის დამთავრებიდან 3-4 წუთი იყო გასული და ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს, სუნთქვა ისევ დალაგებული არ გქონდათ... წარმოიდგინეთ, მონღოლისათვის ის საეჭვო გდება რომ ჩაეთვალათ და ,,გოლდენ სქორი'' დანიშნულიყო... დანარჩენი ილიამ იფიქროს... გთხოვ, ჩემპიონო არ გეწყინოთ... ჩვენ ყველას გვინდა უკეთესი იყოთ... წარმატებები...
გიორგი-50
23:56 26-03-2023
1
საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდური პირველი ადგილი დაიკავა
ლაშა
20:58 26-03-2023
0

სიახლეები პოპულარული