თბილისის გრანდ სლემზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა - ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე ვაზარით დაამარცხა.
ეს მიმდინარე ტურნირზე ქართველი ძიუდოისტების პირველი ოქროს მედალია. აქამდე გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) - ბრინჯაოსი.
ფინალში აგრეთვე ილია სულამანიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გავიდნენ.