ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
7-14 მაისს კატარის დედაქალაქ დოჰაში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, ტატამზე შემდეგ ძიუდოისტებს ვიხილავთ:

-60 კგ - გიორგი სარდალიშვილი

-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ - ტატო გრიგალაშვილი

-90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

-100 კგ - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი

+100 კგ - გურამ თუშიშვილი

მკითხველის კომენტარები / 16 /
ლიპომ და თუშომ ახალგაზრდებს უნდა დაუთმონ უკვე
რაღაც აკლიათ, ან დააკლეს ორივემ!
მიუხედავად დიდი პატივისცემისა ორივეს მიმართ
თენგო
01 აპრილი 2023 07:21
3
კაცობაში ლიპარტელიანი არასოდეს არავისთან არ ჩაჭრილა და მანვე უნდა აღადგინოს სამართლიანობა !!
1964 ავთო
01 აპრილი 2023 14:25
1
ბატონებო, ამ ლიპოს რომ გადაეკიდეთ, რა? თუშიშვილმა ვარსკვლავები მოწყვიტა ამ მოსამზადებელ პერიოდში? მე უკვე დამავიწყდა თუშომ როდის გაიმარჯვა პრესტიჟულ ტურნირზე.
ჟორა
26 აპრილი 2023 18:28
0
ამდენი სამართლიანი შენიშვნის შემდეგ, რომ გელა ზაალიშვილი არ მიჰყავს გუჯეჯიანს მსოფლიო ჩემპიონატზე და მის ნაცვლად "სტარიკები" შეიყვანა ნაკრებში, თუ ამ "სტარიკებმა" ვერაფერ წარმატებებს ვერ მიაღწიეს, მ ა შ ი ნ გუჯეჯიანმა თავის "სტარიკებიანად" უნდა დ ა ტ ო ვ ო ნ ნაკრები !!!
777
20 აპრილი 2023 10:46
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული