7-14 მაისს კატარში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დავლათ ბობონოვი მონაწილეობას წელის ტრავმის გამო ვერ მიიღებს.
როგორც ცნობილია, უზბეკმა ძიუდოისტმა დაზიანება იაპონიაში შეკრების დროს მიიღო.
შეგახსენებთ, ბობონოვმა -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს პირველობა საკუთარ კედლებში, ტაშკენტში მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში დავლათმა ლაშა ბექაურის ბარიერი გაიარა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ლაშა გუჯეჯიანმა უკვე დიდი ხნის წინ დაასახელა უძლიერესი შემადგენლობა:
-60 კგ - გიორგი სარდალიშვილი
-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ - ლაშა
შავდათუაშვილი
-81 კგ - ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
-100 კგ - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ - გურამ თუშიშვილი
-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ - ლაშა
-81 კგ - ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
-100 კგ - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ - გურამ თუშიშვილი