გრიგალაშვილმა კასე ისევ დაჯაბნა და ისევ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე საჭიდაო დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფალავანმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მაროკოელ აშრაფ მოუტის, ტაჯიკ შოდმონ რიზოევს, ავსტრიის წარმომადგენელ ვაშიდ ბორჩაშვილსა და სამხრეთ კორეელ ჟონვან ლის სძლია, ფინალში კი ბელგიელი მატიას კასე აშკარად დაჯაბნა და დამოუკედებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ორჯერ გაიმარჯვა მსოფლიოს ჩემიონატზე.

შეგახსენებთ, გასულ წელს ოქროს მედალი ამ ორ ძიუდოისტს შორის გათამაშდა და მაშინაც ტატომ იმარჯვა.

altტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია! [VIDEO]

alt"მე ქართველი ვარ, საქართველო ჩემი

სამშობლოა" - ტატოს ოქროს მედალი და ემოციები (ბლოგი უზბეკეთიდან)

მკითხველის კომენტარები / 23 /
გილოცავთ ყველას!!!!!
მადლობა ტატო
- შრომას არ შეწყვეტ გვჯერა ყველას... ოლიმპიადას ველოდებით მოუთმენლად..
rable
20:36 10-05-2023
1
23 წლის ასაკში უკვე დიდოსტატია. ზედიზედ ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონია. ისტორიული შედეგების დადება შერუძლია. მთავარია საკუთარ თავზე მუშაობა არ შეწყვიტოს.
გიორგი
21:01 10-05-2023
1

სიახლეები პოპულარული