ქართული ფინალი დოჰაში! ბექაური და მაისურაძე ოქროსთვის იჭიდავებენ

AutoSharing Option
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-5 საჭიდაო დღეს -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური ფინალში გავიდნენ.

ლუკამ უნგრელი რომან გოზი, თურქი მიჰაელ ჟანკისა, ნიდერლანდელი ნოელ ვან ტენდი და იტალიელი კრისტიან პარლატი დაამარცხა.

ლაშამ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი მიყოლებით ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი, სერბი ნემანია მაიდოვი, რუსი მანსურ ლორსანოვი და იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ის როგორ გამოვიდა, რომ ერთმა პირველი წერე გამოტოვა, მაგრამ ორივემ მაინც 4-4 შეხვედრა ჩაატარა?
odala
11 მაისი 2023 19:57
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული