კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-5 საჭიდაო დღეს -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური ფინალში გავიდნენ.
ლუკამ უნგრელი რომან გოზი, თურქი მიჰაელ ჟანკისა, ნიდერლანდელი ნოელ ვან ტენდი და იტალიელი კრისტიან პარლატი დაამარცხა.
ლაშამ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი მიყოლებით ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი, სერბი ნემანია მაიდოვი, რუსი მანსურ ლორსანოვი და იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა.