მსოფლიოს ჩემპიონატის ქართულ ფინალში მაისურაძემ ბექაური დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალში, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, ლუკა მაისურაძემ დამატებით დროში ლაშა ბექაურს ვაზარით სძლია.

მაისურაძე პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ბექაურმა მეორე წრიდან დაიწყო გამოსვლა და შემდეგ კომრონშოხ უსტოპირიონი (ტაჯიკეთი), ნემანია მაიდოვი (სერბეთი), მანსურ ლურსანოვი (რუსეთი) და სანშირო მურაო (იაპონია) დაამარცხა.

პირველი წრიდან მაისურაძეც თავისუფალი იყო, მერე როლანდ გოზს (უნგრეთი), მიხაელ ზგანკს (თურქეთი), ნოელ ვან'ტ ენდს (ნიდერლანდები) და კრისტიან პარლატის (იტალია) სძლია.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი
სარდალაშვილი (60 კგ) გახდა.

ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში გალიდერდა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჯეირანი უნდა ითამაშონ და ისე გადაწყვიყონ ვინ წავა ოლიმპიადაზე, აბა როგორ გინდა რომელიმე სახლში დატოვო? თითონ გადაწყვიტონ
???
11 მაისი 2023 21:34
0
ჩემპიონთა ლიგის ფინალი: ტორპედო-დინამო)))
Zviads
11 მაისი 2023 21:11
0
ვინ წავა ოლიმპიადაზე ამაზე მეტი ტურნირნირი რაღა უნდა მოიგო როცა იმ წელს ოლიმპიადაა, რა რთული გადასაწყვეტია
Soso
11 მაისი 2023 21:09
3
გაუმარჯოს საქართველოს!!!
ორივეს მადლობა, ტატოს მადლობა!!!
იმრავლეთ!!!!
Daviti
11 მაისი 2023 20:53
0
წარმატებები ორივეს. ქართულ ჯუდოს და ქართულ სპორტს... გილოცავთ
ქუთათური
11 მაისი 2023 20:48
0
არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა რომელი მოიგებდა. საქართველომ მოიგო დღეს. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ქართველი შეხვდა ქართველს კომენტარის გარეშე. სამწუხაროა რომ ამ ორიდან ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი წავა
ქართველი
11 მაისი 2023 20:39
0
გილოცავთ ყველას, ღმერთმა გვიმრავლოს მსგავსი სასიხარულო დღეები. ყოჩაღ ჩვენს ვაჟკაცებს
Mr.kostaia
11 მაისი 2023 20:37
0
ბრავო ორივეს! ოქროს ბიჭები არიან, ერთმანეთზე უკეთესები. მასიურაძის ილეთი ცალკე სილამაზეა. მადლობა ორივეს და მეტი და მეტი წარმატება მომავალში.
Nick
11 მაისი 2023 20:24
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული