მსოფლიოს ჩემპიონატის ქართულ ფინალში მაისურაძემ ბექაური დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალში, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, ლუკა მაისურაძემ დამატებით დროში ლაშა ბექაურს ვაზარით სძლია.

მაისურაძე პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ბექაურმა მეორე წრიდან დაიწყო გამოსვლა და შემდეგ კომრონშოხ უსტოპირიონი (ტაჯიკეთი), ნემანია მაიდოვი (სერბეთი), მანსურ ლურსანოვი (რუსეთი) და სანშირო მურაო (იაპონია) დაამარცხა.

პირველი წრიდან მაისურაძეც თავისუფალი იყო, მერე როლანდ გოზს (უნგრეთი), მიხაელ ზგანკს (თურქეთი), ნოელ ვან'ტ ენდს (ნიდერლანდები) და კრისტიან პარლატის (იტალია) სძლია.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი
სარდალაშვილი (60 კგ) გახდა.

ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში გალიდერდა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ბრავო ორივეს! ოქროს ბიჭები არიან, ერთმანეთზე უკეთესები. მასიურაძის ილეთი ცალკე სილამაზეა. მადლობა ორივეს და მეტი და მეტი წარმატება მომავალში.
Nick
20:24 11-05-2023
0
გაუმარჯოს საქართველოს!!!
ორივეს მადლობა, ტატოს მადლობა!!!
იმრავლეთ!!!!
Daviti
20:53 11-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული